როგორ ავირიდოთ თავიდან დღესასწაულებზე წონის მატება?

    სადღესასწაულო სუფრა, რომელსაც თან სდევს ნოყიერი, გემრიელი საკვებისა და ტკბილეულის მრავალფეროვნება, დიდი გამოცდაა მათთვისაც, ვინც ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და მუდმივად აკონტროლებს წონას და ასევე მათთვისაც, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ. როგორ ვიკვებოთ სწორად დღესასწაულებზე და როგორ ავირიდოთ თავიდან წონის მატება, გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა.

    ბ-ნი ლაშა – საქართველოში ძალიან გვიყვარს დღესასწაულები, თუმცა შობა-ახალ წელს კი განსაკუთრებულად ვხვდებით, რომელიც მაღალკალორიული საკვების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმისთვის, რომ დღესასწაულებზე თავიდან ავირიდოთ ჭარბი წონის მატება და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კუჭ-ნაწლავის გართულებები, აუცილებელია, რომ დავიცვათ ზომიერება. უმჯობესია, რომ საახალწლო სუფრა არ იყოს გაშლილი ღამით 31 დეკემბერს და ახალი წლის შესახვედრად შემოვიფარგლოთ მხოლოდ ტკბილეულით და ცქრიალა ღვინით, ხოლო სხვა სადღესასწაულო კერძებით ოჯახის წევრებს თუ სტუმრებს გავუმასპინძლდეთ სადილზე 1-ელ იანვარს. რაც შეეხება ალკოჰოლს, რომელიც, ასევე, განუყოფელი ნაწილია ახალი წლის დღეებისა, აქ საკვებზე მეტად მნიშვნელოვანია ზომიერება და უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის ერთდროული მიღება. მათ, კი ვინც შობის მარხვას იცავს, უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია. არ არის რეკომენდებული მეორე დღესვე მივირთვათ ყველა სახის პროდუქტი.  სასურველია, პირველ ეტაპზე საკვებ რაციონში ჩავრთოთ რძის პროდუქტები, ხოლო შემდეგ მოხარშული, ჩაშუშული ან გამომცხვარი ხორცეული. 

    • წინა საახალწლოდ, ყველა ვცდილობთ მოვემზადოთ დღესასწაულებისთვის, ვაკონტროლებთ წონას, თუმცა სადღესასწაულო სუფრა თავის კვალს ტოვებს და გვმატებს ზედმეტ კილოგრამებს. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შევამციროთ საკვებიდან კალორიების მიღება და თავიდან ავირიდოთ წონის მატება? 

    ბ-ნი ლაშა – დიახ, ამ პერიოდში აღნიშნული ჩივილებით უამრავი ადამიანი მომმართავს და ეს გასაკვირიც არ არის. როგორც უკვე ვახსენეთ, სადღესასწაულო სუფრა გამოირჩევა მაღალკალორიული, ნოყიერი, ცხიმიანი, ცხარე, მჟავე საკვებისა და ტკბილეულის მრავალფეროვნებით. სწორედ სადღესასწაულო მრავალფეროვანი სუფრა, ამცირებს ჩვენს კუჭ-ნაწლავში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიების, განსაკუთრებით კი 4 ძირითადი ბაქტერიის – L.Plantarurm, L.acidophilus, B.Biffidum და B.Breve-ს რაოდენობას, რაც მჭიდრო კავშირშია ჭარბი წონის – სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა მრავალი დაავადებების განვითარებასთან.  ეს „მეგობარი ბაქტერიები“ ერთგვარი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ებრძვიან ზედმეტ კალორიებს, წონის მატებას და სხვა გართულებებს.

    • რა საინტერესოა ლაშა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეგობარ ბაქტერიებს ჩვენს წონასა და კალორიების ათვისებაზე ასეთი დიდი გავლენა ჰქონდათ. ოთხი მეგობარი ბაქტერია ახსენეთ, უფრო მეტად რომ მოგვიყვეთ მათ სარგებელზე…

    ბ-ნი ლაშა – დიახ, ნამდვილად ასეა. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოთხი ძირითადი „მეგობარ ბაქტერიის“ – L.Plantarurm, L.acidophilus, B.Biffidum და B.Breve-ს კომბინაციას, რადგან საჭმლის მომნელებელ სისტემაში მათი ბალანსის არსებობა, გვეხმარება მეტაბოლიზმის ჯანსაღ წარმართვაში, მრავალფეროვანი, ცხარე, მჟავე, ცხიმიანი საკვებისა და საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მონელებაში, მადის კონტროლში, გვიცავს საკვებიდან ზედმეტი კალორაჟის ათვისებისგან, რაც ძალიან მნიშნელოვანია გვიცავს ვისცერალური ანუ „მუცლის“ ცხიმისა და ზოგადად ჭარბი წონის განვითარებისგან, ანუ ისინი გვეხმარებიან ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი დიდი გავლენა აქვთ ჩვენს ორგანიზმზე, ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და მარტივად მცირდება მათი რაოდენობა არაჯანსაღი, ცხარე, მჟავე, ცხიმიანი საკვების მიღებისას, რადგან ამ დროს კუჭის მჟავიანობა ირღვევა, მჟავიანობა კი ანადგურებს მათ, შესაბამისად ვითარდება მათი დეფიციტი, იზრდება კალორაჟის ათვისება, რაც ზედმეტი კილოგრამებით, მუცლის შებერილობით და სხვა ჩივილებით იჩენს თავს.

    • საინტერესოა როგორ უნდა ვიზრუნოთ მათი ბალანსის აღდგენასა თუ შენარჩუნებაზე? არსებობს გამოსავალი?

    ლაშა: ზოგადად, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებისთვის, ჯანსაღ ბალანსირებულ კვებასთან ერთად რეკომენდებულია პრობიოტიკების ანუ იმ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება, რომლებიც შეიცავენ ე.წ მეგობარ ბაქტერიებს. რაც შეეხება, კონკრეტულად ჩვენს მიერ ნახსენებ ოთხ ძირითად ბაქტერიას, რომელიც წონის რეგულირებასა და ზედმეტი კალორაჟის მიღების თავიდან არიდებაში გვეხმარება, მათი ერთდროული შემცველობა ერთ ბრენდში დიდი იშვიათობაა. ამ მხრივ გამორჩეულია „ბიოპრონ 9 პრემიუმი“, რომელიც არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ აპრობირებული და წლების გამოცდილი ბრენდია. მე პირადად, მას ყოველთვის ვიყენებ პრაქტიკაში, როცა მიწევს პაციენტთან წონის კორექცია, როცა ვუნიშნავ კვების ბალანსირებულ რეჟიმს და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. „ბიოპრონ 9 პრემიუმში“  ოთხ მნიშვნელოვან ბაქტერიასთან – L.Plantarurm, L.acidophilus, B.Biffidum და B.Breve ერთად კიდევ შედის დამატებით 5 მეგობარი ბაქტერიის შტამი, რომელთა საერთო რაოდენობა 1 კაფსულაში 10 მილიარდია. წარმოიდგინეთ, ვიღებთ 1 კაფსულას და ამით ჩვენს ორგანიზმს ვამდიდრებთ ზუსტად იმ აქტიური ბაქტერიების ოპტიმალური რაოდენობით, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ კუჭ-ნაწლავის ჯანსაღ ფუნქციობაში, კალორაჟისა და წონის კონტროლში, ნივთიერებათა ცვლასა და მეტაბოლიზმში, მადის რეგულირებასა და ზოგადად, ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. უშუალოდ „ბიოპრონ 9 პრემიუმზე“ და ასევე მის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ  „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ამცირებს ვისცერალური (მუცლის) ცხიმის განვითარების რისკს, ხელს უწყობს წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობის შემცირებას და სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. ასევე, ახდენს დისბიოზის პროფილაქტიკასა და საკვების მონელების ხელშეწყობას. რადგან ვახსენე, რომ როგორც მნიშვნელოვანი, 4 ბაქტერია, ასევე ზოგადად ჩვენი ნაწლავის მეგობარი ბაქტერიები, ძალიან მგრძნობიარეები არიან კუჭის მჟავიანობის და საკვების მიმართ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმს“ აქვს მაღალტექნოლოგიური კაფსულა, ანუ მასში თითოეული მეგობარი ბაქტერია არის დაცულ, მიკრო კაფსულაში წარმოდგენილი, რომელიც იცავს მათ მჟავე გარემოსა და საკვებისაგან და ეხმარება, რომ ბაქტერიებმა ცოცხლად  მიაღწიონ ნაწლავში, სადაც ისინი სწრაფად სახლდებიან და მალევე იწყებენ სასარგებლო მოქმედებას.

    • ბ-ნო ლაშა, საინტერესოა, „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ შეგვიძლია მივიღოთ საპროფილაქტიკოდაც თუ უშუალოდ მაშინ, როცა თავიდან გვსურს ავირიდოთ წონის მატება? 

    ლაშარა თქმა „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ მიღება რეკომენდებულია როგორც საპროფილაქტიკოდ, მაგალითად რადგან ვიცით, რომ წინ დღესასწაულები გველოდება, შეგვიძლია წინასწარ დავიწყოთ მისი მიღება და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი კუჭ-ნაწლავის მომზადებას და სიჯანსაღეს, ასევე შეგვიძლია მივიღოთ დღესასწაულების პერიოდში საკვების მონელების ხელშეწყობის, ზედმეტი კალორაჟის ათვისების და წონის მატების თავიდან არიდებისთვის და რა თქმა უნდა, მაშინაც, როცა გვაქვს მუცლის შებერილობა, ყაბზობა, დიარეა, ინტოქსიკაცია, მუცლის გადავსების შეგრძნება თუ სხვა ჩივილები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ უსაფრთხოა 3 წლიდან ნებისმიერი ასაკისთვის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი