როგორ დავიცვათ კანი გამოშრობისგან ზამთრის პერიოდში?

    ზამთრის მშრალ, სუსხიან სეზონზე კანის გასასუფთავებლად გამწმენდი ზეთების გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. გარდა იმისა, რომ ძირფესვიანად მოიშორებთ ჭუჭყს და მაკიაჟს, ამ გზით შეინარჩუნებთ კანის ბუნებრივ ცხიმს, შენარჩუნდება ბალანსი და თავიდან აიცილებთ გამოშრობას.

    “სახის დასაბანი გელებისა და საპნის მეშვეობით, თითქოს უფრო სუფთავდება კანი, თუმცა სინამდვილეში, ეთერზეთები აზიანებს კანის დამცავ ბარიერს და ამან შესაძლოა სიმშრალე და ანთებითი პროცესები გამოიწვიოს” – განაცხადა მანჰეტენის ცნობილმა დერმატოლოგმა, ჯოშუა ზეიშნერმა.

    ჯოშუას თქმით, ზეთოვანი გამწმენდები იდეალურია როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის, ასევე რეკომენდებულია მისი გამოყენება აკნეს დროს. ისინი იდეალურად ასუფთავებენ ყველა ტიპის კანს. სწორედ ამიტომ, ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ზეთოვან ბაზაზე დამზადებული გამწმენდები.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი