როგორ გაატარეს მოდის სამყაროს გავლენიანმა მამებმა „მამის დღე“

    მოდის სამყაროს წარმომადგენლები მუდამ იდეალურ ფორმაში არიან. ეს მათი ვალდებულებაცაა და მოწოდებაც. თუმცა, როგორები არიან ისინი სახლში? როგორ იქცევიან ოჯახის წევრებთან და როგორ გაატარეს  მამის დღე?

    გამომდინარე იქიდან, რომ წარმატებული და ცნობადი სახეების ყოველდრიური ცხოვრება საზოგადოებას მუდამ აინტერესებს, გთავაზობთ მოდის ინდუსტრიის 5 ყველაზე გავლენიან მამას, რომელთაც მამის დღე შვილებთან ერთად აღნიშნეს.

    1. Alex Rubomirski –  ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, რომელიც ცნობილია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწილო ფოტოსესიით, მამის დღეს საყვარელ ოჯახთან ერთად აღნიშნავს. როგორც Harpers Bazaar -ი იუწყება, ფოტოგრაფი ცდილობს დროის დიდი ნაწილი სახლში გაატაროს. მამის დღეს საყვარელი გასართობი ქაღალდის თვითმფრინავები, ეზოში თამაში და ბავშვებთან საუბარი აღმოჩნდა.


    2. Tyson Backford – კარგად ნაცნობმა მსახიობმა და მოდელმა მამის დღე შვილთან ერთად მაიამის სანაპიროზე აღნიშნა. მისი თქმით, ვაჟთან, ჯორდანთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ეს დღეც ტალღების, კარგი მუსიკისა და სხვადასხვა გასართობი საშუალებების დახმარებით გაიფერადეს. ნეტფლიქსი, წიგნები და ბევრი საუბარი მამა-შვილის გართობის კარგი ვარიანტი აღმოჩნდა.

    3. Joseph Altuzarra – ფრანგი დიზაინერმა (რომელმაც საკუთარი ბრენდი „Altuzarra“ პირველად ნიუ იორკში, 2008 წელს გაუშვა) მამიკოების დღე შვილთან, ემასთან ერთად აღნიშნა. ცნობილმა მამამ ემასგან ტელეფონის ქეისი  ისურვა, რომელზეც ემა პატარა დაიკოსთან ერთად იქნებოდა გამოსახული. გასართობად კი უპირატესობა წიგნებს მიანიჭა.

    4. Adonis Basco – მოდელმა მამის დღე ოჯახთან და პატარა საფირთან ერთად ტორონტოში აღნიშნა. ამ განსაკუთრებულ დღეს მამა-შვილმა ეზოში ბურთი ითამაშა და ძაღლებთან ერთად ისეირნა. ამ დღეს ადონის სურვილი ტატუ იყო, რაც საფირს დაუკავშირდებოდა, თუმცა საყვარელი შვილისგან არც ძვირფასეულობაზე იტყოდა უარს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი