როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი პანდემიის დროს?

    მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივად, შესაბამისად მიღებისას უმნიშვნელოვანესია, რომ იგი იყოს დანამატების გარეშე და გააჩნდეს მაღალი ბიოათვისების მახასიათებელი.

    როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი პანდემიის დროს?
    Covid-პანდემიის პერიოდში იმუნიტეტზე ზრუნვა საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან? აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრა ქ-ნი ნინო ჭუმბურიძე-არეშიძე, ენდოკრინოლოგი, მედიცინის საპატიო დოქტორი; საქართველოს კოვიდმართვის კლინიკური ჯგუფის წევრი, საქართველოს კოვიდმართვის გაიდლაინის ავტორი.

    ქ-ნი ნინო – მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში უხილავი მტერი „Covid-19” გაჩნდა, მედიცინის ყურადღება მიმართულია სწორედ მასთან ბრძოლის საკითხებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცით ჩვენი იმუნიტეტისა და ვირუსების შესახებ, აღმოჩნდა, რომ Sars-Cov-2 მნიშვნელოვნად განსხვავდება აგრესიულობითა და ორგანიზმზე მავნე გავლენის მხრივ. სანამ მსოფლიო საერთაშორისო რეკომენდაციები გამოქვეყნდებოდა, ჩვენ, ქართველი სამედიცინო საზოგადოება, ვცდილობდით ჩვენივე პრაქტიკული გამოცდილებით შეგვედგინა რეკომენდაციები და დავხმარებოდით ჩვენს პაციენტებს Covid-19-თან გამკლავებაში. სწორედ პირველი ტალღის დროს მე და ჩემმა გუნდმა შევქმენით შიდა პროტოკოლები, სადაც სამკურნალო-პროფილაქტიკურ სქემებში აქტიურად გამოვიყენეთ ისეთი ნუტრიენტები, როგორებიცაა: თუთია, D ვიტამინი, C ვიტამინი. მათი მიღების ფონზე ვნახეთ, რომ მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და გამოჯანმრთელების პროცესიც უფრო სწრაფად დგებოდა. ჩვენი მიდგომები მალევე დადასტურდა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითა და გაიდლაინებით.

    კითხვა: ქ-ნო ნინო, ახსენეთ თუთია და D ვიტამინები, მათზე ძალიან აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში, მარტივად რომ ავუხსნათ მკითხველს, რა როლი აქვთ მათ იმუნური სისტემის სიჯანსაღეში?

    ქ-ნი ნინო: იმუნური პასუხი განპირობებულია იმუნური უჯრედებით, რომლებსაც აქტივაციისათვის გარკვეული პერიოდულობით ესაჭიროება სხვადასხვა ნუტრიენტი. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთია და D და ვიტამინი უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის ბალანსირებულ, ოპტიმალურ ფუნქციონირებას და ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, მათ შორის Sars-Covi-2, ინფექციის მიმართ, ასევე ამცირებენ ინფეციის მიმდინარეობის პერიოდს და იცავენ გართულებებისაგან. თუთია მიკროელემენტია, რომელსაც ძლიერი ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება ახასიათებს. უშუალოდ კოვიდის დროს ამცირებს ორგანიზმში Sars-Cov-2 ვირუსის მიმღები რეცეპტორის აქტივობას და ხელს უშლის ვირუსის შეჭრასა და გამრავლებას ორგანიზმში. ასევე აფერხებს ციტოკინური შტორმის განვითარებას, რაც ახალი კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. თამამად შეგვიძლია ვუწოდო D ვიტამინს
    მძლავრი იმუნომოდულატორი , რომელიც უზრუნველყოფს იმუნური უჯრედებისა და ანტისხეულების დონის რეგულირებასა და აქტივობას, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს სეზონური თუ ვირუსული ინფექციებისაგან. D ვიტამინის დეფიციტის ფონზე ვირუსს, საკუთრივ Sars-Cov-2-ს,უადვილდება ორგანიზმში შეჭრა და პათოლოგიური პროცესების განვითარება. გარდა ამისა, D ვიტამინი აძლიერებს სასუნთქი გზების იმუნურ პასუხს და იცავს კოვიდის მიმდინარეობის დროს მდგომარეობის დამძიმებისაგან, სუნთქვის უკმარისობის განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან.

     

    კითხვა: ქ-ნო ნინო, შეიძლება თუ არა, პროფილაქტიკისთვის მივიღოთ თუთია და D ვიტამინი? როგორია თანამედროვე რეკომენდაციები და რას გვირჩევთ თქვენ?

    ქ-ნი ნონო: რა თქმა უნდა, პრევენცია უმნიშვნელოვანესია. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საპროფილაქტიკოდ, ასევე უშუალოდ კოვიდის მიმდინარეობისა და კოვიდის შემდეგ პერიოდში მნიშვნელოვანია იმუნურ სისტემაზე ზრუნვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა ავტორიტეტული სამედიცინო ასოციაციები, მათ შორის საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, რეკომენდაციას უწევს თუთიის და D ვიტამინის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას დღიური რეკომენდებული დოზების გათვალისწინებით. მოსახლეობას ვურჩევ, რომ აღნიშნული დანამატების მიღებისას ყოველთვის მიაქციონ ყურადღება, თუ რომელი ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის მიერ არის მოწოდებული დანამატი, რამდენად გააჩნია მას უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პროფილი. მაგალითად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივად, შესაბამისად მიღებისას უმნიშვნელოვანესია,რომ იგი იყოს ისეთი მავნე დანამატების გარეშე, როგორიცაა კონსერვანტი, საღებავი, გლუტენი და საქაროზა. ასევე, გააჩნდეს მაღალი ბიოათვისების მახასიათებელი. ჩემს პაციენტებს ვურჩევ „ვიტაფეროლს“, რომელიც ორი ფორმით არის საქართველოში წარმოდგენილი: “ვიტაფეროლი ემულსია“ და „ვიტაფეროლი მეგა D3“. შეიცავს D ვიტამინის ემულსირებულ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს D ვიტამინის ბალანსის სწრაფ და ხანგრძლივი დროით ათვისებას, რაც ჩვენთის ყველაზე მნიშვნელოვანია D ვიტამინის შერჩევისას. ხოლო, როდესაც ვირჩევთ თუთიის დანამატს, უნდა ვიცოდეთ, რომ თუთიის მიღება ხანგრძლივი დროით არ არის რეკომენდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, მივიღოთ თუთია ცალკე ფორმით და სუფთა სახით, დანამატების გარეშე მისი უსაფრთხოების, ეფექტურიბისა და ათვისების მიზნით. მაგალითისთვის, გამოცდილი მაქვს „ცინკევალინი“, რომელიც კონსერვანეტებს და საღებავებსაც კი არ შეიცავს და შედეგად,„ცინკევალინის“ მიღებისას თუთიის უსაფრთხოების და ათვისების ფაქტორი მნიშვნელოვნად მაღალია, რაც ზრდის აგრეთვე ეფექტურობას მოკლე პერიოდში და არ საჭიროებს მის ხანგრძლივად გამოყენებას.
    ორივე ბრენდის მწარმოებელი ევროპული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და მის მიერ წარმოებული ბრენდები საუკეთესო თერაპიულ შედეგს იძლევა პაციენტებთან.

    მაშინ, როდესაც Covid-ინფექცია ასე მძვინვარებს, მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ატარონ ნიღაბი, ჩაიტარონ ვაქცინაცია, იზრუნონ საკუთარი და ოჯახის წევრების იმუნიტეტსა და უსაფრთხოებაზე. ჯანმრთელობას გისურვებთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი