როგორ იქმნება ჰოლივუდის ღიმილი – შოთა თედორაძე პირის ღრუს მოვლის შესახებ

    კბილები ჩვენი იმიჯის შექმნასა და გარეგნობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მათი ფუნქცია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ გამართული მეტყველება ან საკვების გადამუშავება. მოწესრიგებული პირის ღრუ მხოლოდ ჯანსაღ კბილებს კი არა, ჯანმრთელ ორგანიზმს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯანსაღ ფსიქიკას ნიშნავს. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ადამიანის თვითშეფასებას და განწყობას უკავშირდება. ნებისმიერი ურთიერთობა, საქმიანი იქნება ეს თუ პირადი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ღიმილით იწყება. თუ ეს ღიმილი ფასადური არ არის და იგი აბსოლიტურად ჯანსაღია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყოფიერების უფრო მაღალ საფეხურზე ხართ. უფრო ბედნიერი და უფრო მაღალი თვითშეფასებით.

    კბილების მოვლა აუცილებელი, საინტერესო და ვრცელი თემაა. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ე.წ. ჰოლივუდის ღიმილი. თუმცა, ჰოლივუდის ღიმილი მხოლოდ თეთრი კბილები არ არის. ამ თემაზე სასაუბროდ ჯოხაძის სტომატოლოგიურ ოფისში ექიმ შოთა თედორაძეს მივაკითხეთ, რომელიც უკვე წლებია საკუთარ გამოცდილებას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და შესაბამისად, მთელ აზიას უზიარებს. ჩვენი ინტერვიუ მოლოდინისამებრ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჰოლივუდის ღიმილის, კბილების მკურნალობისა და მოვლის შესახებ თითქმის ყველა საკითხი განვიხილეთ. ძალიან ღირებული ინფორმაცია მივიღეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს პირის ღრუს სწორი მოვლა, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ლამაზი და ჯანსაღი კბილები რაც შეიძლება დიდხანს.

    შოთა თედორაძე: იყო დრო, როდესაც სტომატოლოგიური მომსახურეობა ყველასთვის აუცილებელი და ამასთან, არასასიამოვნო საჭიროება იყო. თუმცა, დღეს თავად პაციენტი ეძებს სტომატოლოგს, რადგან სტომატოლოგიამ ადამიანის ესთეტიური გაუმჯობესების სარბიელზე ძალიან დიდი ადგილი დაიკავა და მის გარეშე დღეს სიტყვა „ესთეტიური მედიცინა“  აღარ მოიაზრება. სტომატოლოგია საუკუნეების განმავლობაში ყასბების და თერძების საქმედ მიიჩნეოდა თუმცა, დღეს იგი მსოფლიოს ტექნოლოგიური თუ სამეცნიერო საქმიანობის ისეთივე შვილია როგორც ნებისმიერი სფერო, ზოგადი მედიცინა, ინჟინერია, დიზაინი და ასე შემდეგ. მის გარეშე თანამედროვე სამყაროს გააზრება შეუძლებელია.

    რა სერვისებს სთავაზობს ჯოხაძის სტომატოლოგიური ოფისი მომხმარებელს?

    ყველა სერვისი გვაქვს, რომელიც ეხმარება ადამიანს, მიაღწიოს მაქსიმალურ ესთეტიკას და ფუნქციას. ჰოლივუდის ღიმილით დაწყებული მარტივი კარიესული ღრუს მკურნალობით დამთავრებული. გვაქვს ყველანაირი მასალა რაც დღეს არსებობს მსოფლიოში.  კლინიკაში დანერგილია საერთაშორისო გაიდლაინები, შესაბამისად, პაციენტი იღებს ხარისხიან მომსახურებას და გარანტირებულ შედეგს.

    პაციენტების მხრიდან სტომატოლოგია ხშირად აღქმულია, როგორც ადამიანის ესთეტიკის მსახური სფერო, ამიტომ ხშირად ვიყენებთ სიტყვას ესთეტიური სტომატოლოგია. მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს ტერმინი საზოგადოებამ დაამკვიდრა. იგი პირდაპირ პროპორციულია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს. სტომატოლოგიაში  კი, როგორც ნებისმიერი სხვა სამედიცინო სფეროში, უპირველესი და ამოსავალი არის ფუნქცია. ფუნქციის გარეშე არ არსებობს ესთეტიკა (პირის ღრუში უდავოდ ასეა). სტომატოლოგიაში  გამოვყოფთ სამ აუცილებელ კრიტერიუმს რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს: ეს არის ფუნქცია (ღეჭვა), ფონეტიკა (მეტყველება) და ესთეტიკა (იერსახე). მინდა აქვე ხაზი გავუსვა შემდეგს: მოწესრგებული ფუნქცია, ფონეტიკა და მქსიმალური ესთეტიკა ადამიანის სტრესთან გამკლავების და მისი პრევენციის უებარი წამალია. როცა პირის ღრუს მკურნალობთ თქვენ მხოლოდ კბილებს არ იწესრიგებთ, თქვენ იუმჯობესებთ ჯანმრთელობას და იმაღლებთ თვითშეფასებას.

    რას ნიშნავს ჰოლივუდის ღიმილი და რამდენად მოთხოვნადია?

    ჰოლივუდის ღიმილი პირველად 1920 წელს, კალიფორნიაში შეიქმნა. მსახიობებისთვის შექმნეს დროებითი პლასტმასის კბილები, რომლითაც  ფილმში იღებდნენ. ცნობილი მსახიობებების ძველ ფოტოებს თუ ნახავთ აღმოაჩენთ, რომ ნადმვილად სტომატოლოგიის დამსახურებაა ის, რომ დღეს ასეთი სასიამოვნოა ფილმის ყურება. იყო დრო, როდესაც სტომატოლოგია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მეფეებისთვის, დიდგვაროვნებისთვის და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყო ხელმისაწვდომი სპეციალური მომსახურება მასალის არარსებობს გამო. დღეს კი ამ მხრივ უსაზღვრო შესაძლებლობებია. კომპანია ქორნინგის არსებობამ, რომელმაც ფაიფური შექმნა, „თავდაყირა“ დააყენა მთელი კაცობრიობა და სტომატოლოგიაც. კომპანია ქორნინგმა შექმნა შესაძლებლობა, რომ ფაიფური ისე დამუშავებულიყო, რომ ჰოლივუდის ღიმილი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

    ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის, რომ იყოს ბედნიერი. ამიტომ ქმნის ისეთ რამეს, რაც მას მისცემს ემოციებს – სარკეში ჩახედვისას გააბედნიერებს, ქუჩაში გასვლისას გააღიმებს. ჩვენ, კაცობიობა ვქმნით ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, ვაწვდით კიდეც ერთმანეთს. მოთხოვნა ჰოლივუდის ღიმილზე ძალიან მაღალია და პროფესიონალიზმიც მაღალ დონეზე უნდა იყოს. ადამიანმა, რომელიც ფულს ხარჯავს ამაში, თავი არ უნდა იგრძნოს იმედგაცრუებულად.

    რა ეტაპები უნდა გავიაროთ ჰოლივუდის ღიმილის გასაკეთებლად?

    პირის ღრუს მოწესრიგებამდე აუცილებელია ცნობიერების ამაღლება. სანამ თავად არ გაიგებთ და გაიაზრებთ რას იკეთებთ, შედეგს ვერ დაინახავთ, ან რომც დაინახოთ, სათანადოდ ვერ მოუვლით. უნდა გვახსოვდეს, რომ სტომატოლოგია არის მეცნიერება, რომელსაც აქვს თავისი კონსტრუქტი და ალგორითმები, ამის გაგებას კი სჭირდება მზაობა და დროის დათმობა.

    პირველი, რაც მკურნალობამდე უნდა გაკეთდეს, ეს არის არსებული მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტიკა. თუ სრულყოფილ დიაგნოსტიკას არ ჩავატარებ, რის საფუძველზე უნდა მენდოს პაციენტი? დიაგნოსტიკას დაახლოებით 3 დღე სჭირდება. პირველ რიგში ხდება რენტგენის და ფოტოების გადაღება, კეთდება პირის ღრუს ანაბეჭდი და გადადის ლაბორატორიაში, სადაც პაციენტის სახის კონტურების და ნაკვთების მიხედვით ხდება კბილის ფორმის შექმნა. შემდეგ უკვე პირის ღრუში ვათავსებთ მაკეტს და პაციენტი წინასწარ ხედავს თუ როგორი შედეგი ექნება. ვფიქრობ, ეს ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის, რადგან მას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს და საბოლოოდ ისეთი კბილები ჰქონდეს როგორიც მას უნდა.

    ამის შემდეგ კეთდება პრეპარირება და იწყება ლაბორატორიაში კბილების დამზადება. პაციენტი ჩართულია ამ პროცესში და იღებს ინფორმაციას იმაზე, თუ რა ეტაპზეა სამუშაო. ჩვენ პაციენტებს ასევე ვუგზავნით კბილებზე მუშაობის პროცესის ფოტოებს. ლაბორატორიაში კბილების დამზადებას დაახლოებით 8-10 დღე სჭირდება, პაციენტს კი ვუმზადებთ პლასტმასის დროებით კბილს, რათა არ ჰქონდეს დისკომპფრტი და გააგრძელოს რუტინული ცხოვრება (სამსახური, სწავლა და ა.შ.). დროებითი პლასტმასის კბილი ძალიან ჰგავს ნამდვილ კბილს და თითქმის ვერ გაარჩევთ ნამდვილისგან. კბილების დამზადების შემდეგ ხდება მათი მორგება და ჩასმა. საერთო ჯამში, ჰოლივუდის ღიმილის შექმნას დაახლოებით 12 დღე სჭირდება, ეს დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობაზე.

    როგორ უნდა შევინარჩუნოთ შედეგი დიდი ხნით?

    ზოგი ადამიანი 40 წლის ასაკში მოდის დაზიანებული პირის ღრუთი და მთხოვს, რომ 10 დღეში მოვუწესრიგო. მე ვცდილობ ავუხსნა მათ, რომ 40 წლის განმავლობაში რაც ზიანდება ის 10 დღეში  ვერ აღდგება. ყოველთვის გულითადად ვუდგები ხოლმე ამ საკითხს რათა გავცე გარანტიები. თუმცა, გარანტია მეც მჭირდება პაციენტისგან, რომ ის მოუვლის მიღებულ შედეგს. მე ვთხოვ პაციენტებს, რომ მოუარონ პირის ღრუს, გამოიხეხონ კბილები დილას და საღამოს იმ წესების დაცვით, რომელსაც მე ვასწავლი. პაციენტი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, რომ 6 თვეში ერთხელ მოვა მონიტორინგზე, რათა საკუთარ თავზე ავიღო ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოს გრძელვადიანი გარანტია.

    რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი კბილები?

    სილამაზე სუბიექტურია, მაგრამ თავისი ობიექტური კრიტერიუმებიც აქვს. ყველაზე მთავარია სიმეტრია მოცულობაში და ჰარმონია ფერებში.  მოდის სფეროშიც ამ კრიტერიუმებით აფასებენ ადამიანებს – სიმეტრია თვალებს შორის, წარბებს შორის, სახის, ცხვირის, ტუჩების სიმეტრიულობა. ადამიანი ერთგვარ კომპიუტერულ ტესტს გადის სანამ გამოვა და იტყვიან რომ ლამაზია. სიმეტრია არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ გეომეტრიული სიზუსტე (თუმცა ამასაც მოიცავს). ეს არის ჰარმონიული შეხამება ერთი ფიგურის, ან ფერის მეორესთან. რატომ ვართ აღფრთოვანებული გენიალური მხატვრების ნახატებით? იქ არის ფერთა იდეალური კომბინაცია. კბილის ფორმა და ფერი ისევე განსაზღვრავს ადამიანის ესთეტიკას და სილამაზეს, როგორც თვალის ჭრილი, ნაკვთები, ტუჩის სისქე.

    სულ ვეუბნები პაციენტებს, რომ ჰოლივუდის ღიმილი არის ის, რაც ინდივიდუალიზმს განიჭებთ და თქვენთვის არის ლამაზი. ყოველთვის მოვუწოდებ მათ, რომ კბილის ფერი კანის ფერთან შესაბამისობაში გაკეთდეს. თეთრი კბილი ყველაზე მარტივი გასაკეთებელია, ყველაზე რთული ინდივიდუალური ფერის კბილების გაკეთებაა – კონკრეტული ფერის დასასმელად უნდა გამოიყენო ხუთი, შვიდი  და მეტი მასა, საღებავები. ამას სჭირდება დიდი შრომა. თუმცა, როცა საქმე კბილის ფერის შერჩევაზე მიდის, რა თმა უნდა, პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას როგორი ფერის კბილი უნდა რომ ჰქონდეს.

    იმაზე დიდი ღირებულება არ არსებობს, როდესაც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებ. ჩვენ ვცდილბთ სტომატოლოგიის გარდა ადამიანებს ვაჩუქოთ მეგობრობა, თანაგრძნობა, მხარდაჭერა, აბსოლიტური მიმღებლობა, სიყვარული… ჩვენთან ყოფნით მინდა უკეთესი გახდეს ადამიანის ცხოვრება. თუ მარტო კარგი კბილის გაკეთება შემიძლია თქვენთვის გამოდის, რომ არაფერი გამიკეთებია. ამიტომაც მუდმივად ვცდილობ ადამიანის მთავარი ღირებულებებიდან გამოვიდე და ვიზრუნო მასზე.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი