როგორ მივიღოთ და შევინარჩუნოთ რუჯი – სასარგებლო რჩევები

    მზის სხივების მიღება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის, მათი საშუალებით კანი გამოიმუშავებს D ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ათვისებაში. რუჯი კარგია, თუმცა ზომიერება აქაც აუცილებელია – მზის აბაზანების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის უჯრედების – კერატონოციტების დაბერება, დნმ-ის სტრუქტურის რღვევა და შედეგად ამ უჯრედების კვდომა.

    გასათვალისწინებელია, ასევე მზის ზემოქმედება კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. ჭარბი ზეგავლენის შედეგად კანი შრება, ჩნდება ჭორფლები და პიგმენტური ლაქები, კლებულობს ელასტიურობა, თმა იფიტება და იყოფა ბოლოებში, მატულობს ფრჩხილების მტვრევადობა.

    გთავაზობთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც თქვენს სხეულს თანაბარ შეფერილობას მისცემს.

    დაიტენიანეთ კანი – მოამზადეთ ის მზის აბაზანებისთვის. სანამ რუჯის სეზონს გახსნილად გამოაცხადებთ, შხაპის მიღების დროს, სკრაბის მეშვეობით, მოიშორეთ კანის მკვდარი უჯრედები. დაიტენიანეთ კანი სპეციალური საშუალებებით.

    მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს. ნუ დაგავიწყდებათ, ღია ფერის კანს გაცილებით უფრო ძლიერი დაცვა ესაჭიროება, ვიდრე შედარებით მუქს. არჩევანი წყალგამძლე დამცავებზე შეაჩერეთ. გახსოვდეთ, კანის გარდა მზისგან დაცვა თქვენს თმასა და ტუჩებსაც სჭირდებათ, თან იქონიეთ ქუდი და ბალზამი.

    იმოძრავეთ – ხშირად შეიცვალეთ მდგომარეობა რუჯის მიღების დროს, რათა შედეგად მიიღოთ ერთფეროვანი ნამზეური. თუ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ, თუმცა გარუჯვა ძალიან გინდათ, გირჩევთ, სცადოთ ენერგიული მუსიკის თანხმებით სანაპიროზე საცურაო კოსტიუმით სეირნობა. შედეგად თქვენ მიიღებთ სასიამოვნო განწყობას, ლამაზ ნამზეურსა და ტონუსში მოყვანილ სხეულს!

    რუჯის მიღების დროს აუცილებელია წყლის დიდი ოდენობით მიღება! ასევე, აუზში ან ზღვაში ხშირად გაგრილება. არ დაგავიწყდეთ, პერიოდული შესვენება და ჩრდილში გადანაცვლება, ეს შეამცირებს დამწვრობის მიღების რისკს და რუჯს გაცილებით უფრო ერთფეროვანს გახდის. დაიტენიანეთ კანი, მზის აბაზანების შემდეგაც, უპირატესობა კი მიანიჭეთ ალოეს ბაზაზე მომზადებულ საშუალებებს.

    თანაბარი შეფერილობისა და ხანგრძლივი ეფექტის შენარჩუნებისთვის, მიიღეთ ნუტრიკოსმეტიკური საშუალებები. თავისი მოქმედებებიდან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს ორგანიზმის შიგნიდან დატენიანებასა და ყველა საჭირო ნივთიერებებით გამდიდრებას, ასევე შეამცირებს როგორც კანის, ასევე, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანების რისკს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი