როგორ მოვამზადოთ ბურახი – მარტივი რეცეპტი

    გსურთ გააოცოთ ოჯახის წევრები თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით? მაშინ მოუმზადეთ მათ ბურახი.

    საჭირო ინგრედიენტები:

    • 500 გ. ჭვავის პურის ორცხობილა
    • 200 გ. შაქარი
    • 4 ლ წყალი
    • 3-4 შავი მოცხარის ფოთოლი
    • 50 გ. ქიშმიში
    • 40 გ. საფუარი
    • 5-10 პიტნის ფოთოლი

    ორცხობილას დაასხით ცხელი წყალი და 3-4 საათით დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გაწურეთ, დაუმატეთ შაქარი, წყალში გახსნილი საფუარი, პიტნისა და მოცხარის ფოთლები და 10-12 საათით კვლავ თბილ ადგილას დადგით.

    როცა დუღილს დაასრულებს, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში. თითოეულ ბოთლში ჩააგდეთ რამდენიმე ქიშმიში, მჭიდროდ დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში.

    სამი დღის შემდეგ ბურახი მზად იქნება და შეძლებთ, იამაყოთ თქვენი ნახელავით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი