როგორ მოვაწყოთ საძინებელი ფენ შუის თეორიის მიხედვით?

    ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება დროსთან ერთად იცვლება. ალბათ იშვიათად თუ გვიფიქრია აბსტრაქტულ ცნებებზე, კოსმოსურ ენერგიასა და აურაზე, რომელიც დიდ როლს ასრულებს ჰარმონიულ ურთიერთობებსა და მშვიდი გარემოს შექმნაში.  ერთ-ერთ ასეთ თეორიას ძველი აღმოსავლური, კერძოდ ჩინური კულტურა – ‘’ფენ-შუი’’ წარმოადგენს.

    ფენ (Feng) – შუი (Shui) ნივთების განლაგების ხელოვნებაა. ძველი ჩინური სწავლების მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზონა საძინებელია, რადგან იგი თავისი ცხოვრების სამ მეოთხედს სწორედ იქ ატარებს. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი ეთიშება გარე სამყაროს, ისვენებს ყოველდღიური პრობლემებისგან და ივსება ახალი ენერგიით.

    ფენ-შუის მიხედვით, არსებობს გაუცნობიერებელი და უხილავი ძალები, რომლებიც ჩვენზე ახდენენ გავლენას. ეს არის ის ენერგია, რომელიც აქვს ბუნებას, გარე სამყაროს, ან ვიღებთ იმ ნივთებისგან, რაც ჩვენს გარშემოა. ადამიანთა ხასიათი განსხვავებულია, შესაბამისად, ზოგი ინდიფერენტულია ფენ-შუის მიმართ, თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად გვჯერა თუ არა ჩვენ მსგავსი თეორიის, ნივთები მაინც ახერხებენ ჩვენი განწყობის შეცვლას. სინამდვილები ჩვენ თავად შეგვიძლია ვმართოთ ისინი.

    ფენ-შუის მიხედვით საძინებელში საწოლის განთავსება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია:

    1. უპირველესყოვლისა, საწოლი განთავსებული უნდა იყოს სახით კარისაკენ, დიაგონალზე, ისე რომ ფეხები არ იყოს კარის გასწვრივ.

    2. მნიშვნელოვანია სივრცე, ამიტომ საწოლი ოთახის კარიდან მოშორებით უნდა დადგათ.

    3. თუ საწოლის უკან არის ფანჯარა არც ისე კარგია, რადგან ასე თქვენამდე პირდაპირ აღწევს ნებისმიერი ენერგეტიკის ნაკადი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი.

    4. თუ საძინებელს დიდი ფანჯრები აქვს, გამოიყენეთ სქელი ფარდები, რათა თავიდან აირიდოთ ქუჩიდან შემომავალი უარყოფითი ენერგიები. სასურველი არ არის სახით ფანჯრისკენ დაძინებაც.

    5.  საწოლის თავი მიადგით საყრდენ კედელს.

    6.  სასურველია საწოლის წინ, კედლის მხარეს, ფეხებთან დავდგათ პატარა რბილი სკამი.

    7.  იმისათვის რომ ოთახში მუდმივად პოზიტიური ენერგია იყოს, საწოლის გვერდით უნდა დავდგათ ორი ერთნაირი ტუმბო და სანათი.

    8.  დარწმუნდით, რომ საწოლს აქვს სიმაღლე და მის ქვეშ ჰაერი თავისუფლად მოძრაობს.

    9. მნიშვნელოვანია საძინებელში პროპორციებისა და სისუფთავის დაცვა.

    10.რეკომენდირებული არ არის ძველი ნივთების საწოლის ქვეშ შენახვა, მაგალითად ჩემოდნების ან უსარგებლო ავეჯის. მოუძებნეთ მათ სხვა ადგილი.

    11. ფენ-შუის მიმდევრები ამბობენ, რომ ნივთებზე ადამიანის ენერგია მთლიანად გადადის, ამიტომ შეიძინეთ ახალი მატრასი.

    12. გაიტანეთ საძინებლიდან ყოველგვარი ელექტრო მოწყობილობა (კომპიუტერი, ტელევიზორი, მუსიკალური აპარატურა).

    13. გაიტანეთ ოთახიდან ნათესავების ფოტოები,რომელთა სახე პირდაპირ თქვენსკენაა მომართული. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ უარყოფითი ენერგია, გაიტანეთ სარკეებიც.

    14. დიდხანს შენახული ნივთები იმუხტებიან უარყოფითი ენერგიით, ასე რომ სიძველეების ადგილი საძინებელში არ არის. ასევე ნუ გამოიყენებთ წაგრძელებული ფორმის დატვირთულ ჭაღებს.

    15. ფანჯარა, რომლიდანაც შემოდის სინათლე, აუცილებლად უნდა იყოს სუფთა. შეგიძლიათ დადგათ ცოცხალი მცენარე.

    ძველ ჩინურ მეცნიერებასთან ერთად, ფენ-შუი მთელი აღმოსავლეთის საუკუნოვანი სიმბოლიზმი და ფილოსოფიაა. მისი გაგება და პრაქტიკაში განხორციელება არ არის რთული. იგი არ არის სულიერი და რელიგიური პრაქტიკა, არ მოითხოვს ღრმა რწმენას და სასწაულებრივ შეცნობებს. თუმცა, ფენ-შუის არასწორმა განხორციელებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს ადამიანის ცხოვრებაში.

    ფენ-შუის სპეციალისტის, ქალბატონი ეკა კვარაცხელიას თქმით, ამ თეორიის არასწორმა განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს:

    1. უშვილობა;
    2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
    3. გაუგებრობები ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში;
    4. ფინანსური პრობლემები;
    5. კარიერული პრობლემები;

    აგრეთვე, არ არის რეკომენდირებული ორ კარს შორის საწოლის განთავსება.  როგორც უძველესი ხალხისგან ვიცით, თქვენი სასიკეთო ენერგია ორივე კარიდან გაედინება, იფანტება და იკარგება.

    ფენ-შუის მიხედვით, საძინებელი აღქმულია, როგორც ადგილი, სადაც ადამიანი შესაძლოა ‘’დაიკარგოს’’ მოსვენებაში.  უნდა დაეუფლოს სიმსუბუქის განცდა, რაც აჯანსაღებ ძილის ფუნქციას. გემოვნების საკითხია ნივთების ფერი და ფორმა, თუმცა ძირითადი დეტალების გათვალისწინება ფენ-შუის მიხედვით მნიშნელოვანია. ალბათ, ყველას ჰქონია შეგრძნება, როდესაც ვიღვიძებთ თავს გამოუძინებლად, დაღლილად და ემოციურად დატვირთულად ვგრძნობთ. ეს სწორედ იმ უარყოფითი ენერგიის გროვაა რაც ძილის დროს აისახა ჩვენზე. ამიტომ, სასურველია გავითვალისწინოთ ფენ-შუის რჩევები ჰარმონიული ძილისა და ცხოვრებისთვის.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი