როგორ მოვუართ კანს 20 წლის ასაკში?

    კანის მოვლა ყველა ასაკში მნიშვნელოვანია და არასოდეს არის ადრე. სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეგიძლიათ 20 წლის ასაკიდან დაიწყოთ. მაგრამ როგორ მოვუაროთ თავს? ამ თემაზე “ORGANIC LAB”-ის მთავარი ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი ნინო კანდელაკი გვესაუბრა.

    რამდენად მიზანშეწონილია კოსმეტოლოგიური პროცედურების 20 წლის ასაკიდან დაწყება?

    კოსმეტოლოგიური პროცედურების დაწყება ცოტა უფრო ადრეულ ასაკშიც შესაძლებელია. გააჩნია საჭიროებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ინდივიდუალურად იყოს შერჩეული. ამ ასაკში არამარტო თერაპიული პროცედურები, არამედ ინექციური და აპარატურული პროცედურებიც კი  შეიძლება.

    მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა „ორგანიქ ლაბ“ გამოირჩევა პრემიუმ ხარისხის მომსახურებითა და პროდუქციით. თითოეული აპარატი არის ინდივიდუალურად შერჩეული და ანტიალერგიული. ვმუშაობთ მხოლოდ ორგანული პროდუქტით, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას. ხელოვნურად და ქიმიურად მიღებულ საშუალებებს არ ვიყენებთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებლები უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ელოდონ.

    რამდენად ხშირად მოგმართავენ ამ ასაკის ადამიანები?

    ძირითადად მაშინ მოგვმართავენ როდესაც რაიმე აწუხებთ. ხშირია მომართვიანობა პრობლემური გამონაყარის დროს, როდესაც ადრეულ ასაკში ჰქონდათ ესა თუ ის გამონაყარი ან აკნე, რომელიც არ არის სწორად ნამკურნალები. თვითნებურ მკუნალობას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუძლია გამოიწვიოს და სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევბიც გვქონია. თუმცა, კვალიფიციური ექიმის დახმარება გვიანი არასდროს არის.

    ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ?

    საკმაოდ ხშირია აკნეზური გამონაყარი. ეს არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ორგანიზმში მომატებული აქვთ ცხიმიანობა. მიზეზი შესაძლებელია იყოს გენეტიკური ფაქტორიც, ჰორმონალური ცვლილება ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ამ დროს კანი ზედმეტად არ უნდა გავაღიზიანოთ, თუმცა არსებობს პროცედურები, რომლებიც დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და არა თვითნებურად. თერაპიული მოვლის საშუალებებთან ერთად შესაძლებელია დაინიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ეს უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და არა ნაცნობების გამოცდილებით. აკნეს მკურნალობა არ არის ადვილი და უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ დიდ დროს მოითხვს. პლაზმოლიფტინგიც საკმაოდ კარგი მეთოდია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

    რა შედეგს გვაძლევს ადრეული ასაკიდან თავის მოვლა და ანელებს თუ არა დაბერების პროცესს?

    რა თქმა უნდა ანელებს. ადრეულ ასაკში თავის მოვლას აქვს თავისი მიზანი. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკში გოგონები ინტენსიურად მოიხმარენ კოსმეტიკას, აუცილებელია იცოდნენ თუნდაც სახის სწორად დაბანა, რომ არ შეიძლება მაკიჟით დაძინება და ა.შ. ზოგ შემთხვევაში იციან, მაგრამ ეზარებათ წესების დაცვა. მომავალში ეს უარყოფითად აისახება სახის კანზე, რადგან ამ ასაკში ფორები გაფართოებულია და კანი მარტივად ბინძურდება.

    თავის მოვლა უნდა დაიწყოს სახლიდან, უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენა. პირველივე ნაოჭის გაჩენისთანავე, რეკომენდებულია გაკეთდეს ინექცია.

    რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში იმისათვის, რომ კანი გავამდიდროთ საჭირო ნივთიერებებით?  

    ეს ძალიან მარტივია: დააბლენდერეთ ხილი და მიღებული მასა წაისვით სახეზე. ნებისმიერი ნიღბის სახლის პირობებში გაკეთებისას უნდა ვიცოდეთ კანის ტიპი – მშრალი გვაქვს, კომბინირებული თუ ცხიმიანი. თუმცა, ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგრბლოა ახალი, სეზონური ხილის ნიღბები. მთავარია პაციენტი არ იყოს ალერგიული (ან დაამზადოს იმ ხილისგან რომელზეც არ აქვს ალერგია).

          

     

    შემდეგ ინტერვიუში ქალბატონი ნინო მოგვიყვება, თუ  როგორ მოვუაროთ კანს 30-40 წლის ასაკში. 

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი