როგორ მოვუაროთ კანს ზამთრის სეზონზე?

    უმეტეს შემთხვევაში, ზამთარი/სიცივე კანზე უარყოფითად მოქმედებს, აშრობს და აუხეშებს მას. თუმცა მხოლოდ სახის კანზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ მთელს სხეულზე, რადგან დროთა განმავლობაში, შესაძლოა შეგვაწუხოს ისეთმა პრობლემებმა, როგორიც არის გაუხეშებული კანი გულ-მკერდის არეში, ფეხებსა და ხელებზე… არსებობს რამდენიმე გზა იმისათვის, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ, კანს სიგლუვე და ელასტიურობა შევუნარჩუნოთ.

    • არ მიიღოთ შხაპი ძალიან ცხელი წყლით

    შხაპის მიღებისას ან უბრალოდ სახის დაბანისას აკონტროლეთ ტემპერატურა. დაიბანეთ ნელ-თბილი წყლით და რაც მთავარია, ეს პროცედურა უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ 5-10 წუთი. თუ დიდხანს გაჩერდებით წყლის ქვეშ, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ თქვენი კანი გამოშრება, აწითლდება და დაკარგავს ელასტიურობას.

    • გამოიყენეთ დამატენიანებელი ლოსიონი

    ასევე აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ და სახლიდან გასვლამდე აუცილებლად წაისვით დამამშვიდებელი კრემი. ეს დაგიცავთ კანის გაღიზიანებისგან და შეამცირებს გამოშრობის რისკს.

    • დააკვირდით , რა გაცვიათ

    ზოგჯერ ვერ ვხვდებით რა იწვევს კანის გაღიზიანებას.  ამის მიზეზი შეიძლება იყოს ტანსაცმელი. შეეცადეთ, გამოიყენოთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის ტანისამოსი: ბამბა, ბამბუკი და სხვა. დაიმახსოვრეთ, რომ სინთეტიკის ტანსაცმელში კანი ვერ სუნთქავს, ხოლო შალი აღიზიანებს მას.

    • სწორად შეარჩიეთ კოსმეტიკა

    ზამთარში უნდა გამოვიყენოთ სპეციალური კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს დამატენიანებელს და ვიტამინებს. ხშირად, არასწორად შერჩეული ტონალური კრემი აშრობს კანს და იწვევს სიწითლეს. ზაფხულისგან განსხვავებით, ზამთარში ყოველდღიურად გვჭირდება მაკიაჟის გაკეთება. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ძილის წინ სახის დაბანა და დამატენიანებელი კრემის  წასმა.

    • აკონტროლეთ ტემპერატურა

    მნიშვნელოვანია, რომ სახლში ყველგან ერთი და იგივე ტემპერატურა იყოს. ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ თბილი ოთახიდან ცივ სივრცეში გასვლას.

    • ხშირად დალიეთ წყალი

    არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი ძირითადად წყლისგან შედგება. ზოგჯერ კი საათები გადის ისე, რომ წყლის დალევა არც გვახსენდება. აუცილებელია დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება. ძალიან კარგია წყლის შემცველი ბოსტნეულის მიღებაც. აქციეთ ეს თქვენი ცხოვრების წესად და შედეგად მიიღებთ ჯანმრთელ ორგანიზმს და დატენიანებულ, გლუვ კანს.

    • მიიღეთ ნუტრიკოსმეტია

    ნუტრიკოსმეტიკა თავის მოვლის საკმაოდ პოპულარული მეთოდია როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ეს არის მარტივი გზა, რომ გაამდიდროთ კანი ყველა საჭირო ნივთიერებით, გამოკვებოთ ის შიგნიდან და გააჯანსაღოთ. საქართველოში უკვე ძალიან პოპულარულია “ვიადერმის” სილამაზის კაფსულები. ისინი წარმოდგენილია ორი სახით: “ვიადერმი კანის სილამაზე” – უშუალოდ კანისთვის და “ვიადერმი კომპლიტი” – კანისთვის, თმისთვის და ფჩხილებისთვის. ნუტრიკოსმეტიკის კურსის პერმანენტულად ჩატარება დაიცავს კანს გამოშრობისგან, დაბერებისგან და ანთებითი პროცესებისგან.

    • მოერიდეთ სტრესს

    დაღლილობა, სტრესი და უძილობა პირდაპირ აისახება თქვენს კანზე, განსაკუთრებით სახეზე. ზამთარში იზრდება სტრესული გარემო, რადგან ტემპერატურაც და ადამიანის ხასიათიც საკმაოდ ცვალებადია. იოგა ორგანიზმის დასვენებისა  და რელაქსისთვის კარგი საშუალებაა. ფიზიკური დატვირთვა და აქტიური ცხოვრების რიტმი სტრესს გააქრობს, ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევას და თქვენი კანიც უფრო ჯანსაღი გახდება.

    • აუცილებელი მიმართოთ პროფესიონალს

    თუ ხედავთ, რომ დამატენიანებელი კრემი და სხვადასხვა  თავის მოვლის საშუალებები უძლურია, დროა მიმართოთ პროფესიონალ დერმატოლოგს. ის დაგეხმარებათ კანის ტიპის დადგენაში და შეგირჩევთ შესაბამის პროდუქტს (ან საჭიროების შემთხვევაში, დაგინიშნავთ მკურნალობას). შესაძლოა, დიეტის დაცვაც მოგიწიოთ, რადგან ის, თუ რას მივირთმევთ ყოველდღიურად, პირდაპირ კავშირშია კანის გაღიზიანებასთან/გამონაყართან.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი