როგორ მოვუაროთ შეღებილ თმას ?

    თუ სახლში გადაწყვიტეთ თმის შეღებვა გაითვალისწინეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ თუ ორი ტონალობით მუქი ან ღია ფერის საღებავს შეიძენთ.

    ქოლორისტ აურა ფრიდმენის თქმით, თმის შეღებვისას იდეალური შედეგისთვის აუცილებელია თმა დავყოთ სექციებად, უფრო ზუსტად კი 4 ნაწილად.

    სასურველია თმის შეღებვა დაიწყოთ თავის უკანა ნაწილიდან და ნელ-ნელა გადახვიდეთ წინა ნაწილში. მიღებული ფერის შესანარჩუნებლად აუცილებელია თმის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა და შეღებილი თმისთვის განკუთვნილი სპეციალური პროდუქციის შეძენა.

    თუ სასურველი ფერი რამდენიმე ტონალობით განსხვავდება თქვენი ბუნებრივი თმის ფერისგან, მისი სახლის პირობებში გაღიავება არ იქნება კარგი იდეა. ფერის კორექცია ყოველთვის არის შესაძლებელი, თუმცა ორმაგი დაგიჯდებათ.

    სახლში შეიღებავთ თუ სალონში, იმისათვის, რომ მიღებული ფერი დიდხანს გაგყვეთ აუცილებელია ყოველკვირეული დამატენიანებელი პროდუქტების გამოყენება.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი