თმაზე ზრუნვა ორგანიზმის შიგნიდან იწყება!
შემოდგომაზე ჩვენს თმას, კანსა და ფრჩხილებს განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდებათ. „ვიადერმი“ გირჩევთ, როგორ მოუაროთ თმას იმისთვის, რომ შეუნარჩუნოთ ბზინვარება და ჯანსაღი ვიზუალი.
ცხელი ამინდების შემდეგ, მზის ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი მოქმედებით, მარილიანი და ქლორიანი წყლის გავლენით თმა ისედაც გამომშრალი და უსიცოცხლოა, მიდრეკილია ცვენისკენ. ამას ემატება შემოდგომის სეზონზე სიმშრალე, ტემპერატურის ცვალებადობა, დაბალი ტენიანობა, ქარიანი ამინდები და მტვრის მოქმედება, რაც ჩვენი თმისთვის ძლიერ ოქსიდაციურ სტრესს იწვევს. თუ აღნიშნულს ემატება ორგანიზმში სპეციალური ნივთიერებებისა და ანტიოქსიდანტების დეფიციტი, პათოლოგიური პროცესი ღრმავდება და თმა კიდევ უფრო გამომშრალი, უსიცოცხლო და მტვრევადი ხდება.
„ვიადერმის“ რჩევები:
1. აუცილებელია თმის მუდმივად დატენიენება და ჰიდრატაცია. რეკომენდებულია დამატენიანებელი შამპუნის გამოყენება, სასურველია იყოს სულფატის გარეშე, არგანის ზეთის, შიის კარაქისა და გლიცერინის შემცველი. სასურველია კვირაში ერთხელ ღრმა დამატენიანებელი თმის ნიღბის გამოყენება, დაკარგული ტენიანობისა და გამოშრობის აღმოსაფხვრელად. თმის დაბანის შემდეგ კი აუცილებელია თმის კონდინციონერის გამოყენება, რათა შენარჩუნდეს თმის ტენიანობა და დაცული იყოს ცივი ჰაერის ზემოქმედებისაგან. სასურველია თმა დაიტენიანოთ თმის შრატითა და ზეთით (არგანის, ქოქოსის და სხვა) თმის ბოლოებზე ფოკუსირებით.
2. შეამცირეთ თმის მოვლის ელექტრო მოწყობილობების გამოყენება: თმის უთოების, ელექტრო დასახვევი საშუალებებისასა და საშრობების ინტენსიურად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თმის სიმშრალე, ბოლოების გაყოფა, თმის ცვენა, განსაკუთრებით გრილ და მშრალ ამინდებში. აუცილებლად გამოიყენეთ თმის ცხელი ჰაერისგან დამცავი სპრეი.
3. სასურველია თმის ბოლოების რეგულარულად შეჭრა, ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ, რაც იცავს თმას ბოლოების გაყოფისა და, მსხვრევადობისაგან,უნარჩუნებს ჯანსაღ იერს.
4. დაიცავით თმა ცივ, ქარიან ამინდში – ატარეთ რბილი მასალისაგან დამზადებული ქუდი, ან შარფი (აბრეშუმი, ატლასი), მოერიდეთ ბამბის, ან მატყლის ქსოვილების ტარებას.
6. სკალპის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცივ ამინდში გამომშრალმა თმის ძირებმა შესაძლოა გამოიწვიოს ქერტლი და სხვა დისკომფორტი. სკალპის სიჯანსაღისთვის გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი, ჟოჟობას ზეთი და სკალპის სხვა დამატენიანებელი საშუალებები. სასურველია კვირაში ერთხელ გამოიყენოთ ნაზი გამწმენდი სკრაბი კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, რათა ხელი შეუწყოთ თმის ჯანსაღ ზრდას.
7. მოერიდეთ თმის ხშირად დაბანას, რადგან შამპუნის ხშირი გამოყენება თმას აშორებს ბუნებრივ ცხიმს, ხდება გამომშრალი და დაზიანებისაკენ მიდრეკილი. სასურველია თმა დაიბანოთ კვირაში მაქსიმუმ 2-3-ჯერ, ალტერნატივად გამოიყენეთ მშრალი შამპუნი, რომელიც დაგეხმარებათ შეუნარჩუნოთ თმას ჯანსაღი იერი და ბუნებრივი ცხიმი გამოშრობის გარეშე.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მხოლოდ გარეგანი მოვლა არასოდეს მოგცემთ სრულყოფილ შედეგს, თუ ორგანიზმი არ არის გაჯერებული იმ საჭირო ნივთირებებით, რაც აუცილებელია თმისსიჯანსაღისთვის. „ვიადერმი კომპლიტის“ სილამაზის ვერცხლისფერ კაფსულებში წარმოდგენილია ყველა ის საჭირო ნუტრიენტი, რაც თქვენს თმას საკვებად სჭირდება. “ვიადერმი” ასევე რეკომენდებულია კანისა და ფრჩხილისთვის. ბიოტინი (სილამაზის ვიტამინი), ფურისულას ზეთი, მეთიონინი, სპილენძი და სილიციუმი – ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინისა და კერატინის ბიოსინთეზს, არეგულირებს ბუნებრივ ცხიმოვან ცვლას, შედეგად, ამცირებს თმის ცვენას, თმას მატებს მოცულობასა და ბზინვარებას, უნარჩუნებს ბუნებრივ ფერს, იცავს ნაადრევი გაჭაღარავებისაგან, ქერტლის წარმოქმნისა და გამოშრობისაგან. A , E ვიტამინი და თუთია კი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტები – იცავს თმას ოქსიდაციური სტრესისა და გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან. მნიშვნელოვანია, რომ „ვიადერმი კომპლიტის“ სპეციალური კომპლექსი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და მეტაბოლიზმს, უნარჩუნებს ორგანიზმს წონას და გვიცავს ზედმეტი კილოგრამებისაგან.
„ვიადერმი კომპლიტის“ სილამაზის კაფსულები – გარეგნული სილამაზე შიგნიდან იწყება!











