როგორ მოვუაროთ ხვეულ თმას?

    ხვეულ თმაზე ბევრი ოცნებობს. ერთი შეხედვით ლამაზი კულულები ბევრ მოვლას საჭიროებს. არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ამ პროცესს გაგიადვილებთ:

    • ხვეული თმა თხელი სტრუქტურისაა და მისი დავარცხნა საკმაოდ რთულია. თუ ბალზამს გამოვიყენებთ ეს პროცესი გაგიადვილდებათ.
    • თხელი, ხვეული თმისთვის რეკომენდებულია თმის მსხვილკბილებიანი სავარცხლით დავარცხნა, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.
    • ხვეული თმის დავარცხნა საჭიროა დაბანამდე და არა დაბანის დროს ან დაბანის შემდეგ(სველ თმაზე), ვინაიდან ამ დროს თმის ფორები გაფართოებულია და ხელს უწყობს თმის ცვენას.
    • თუ გინდათ, რომ თქვენი ხუჭუჭა თმა მბზინვარე და ლამაზი იყოს, არ გამოიყენოთ თმის საშრობი (უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ დიფუზორი), თუმცა არც საშრობის და არც დიფუზორის ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
    • კარგი იქნება თუ დაბანის შემდეგ თმის ზეთს წაისვამთ, რათა თმას დაზიანება ავარიდოთ. ასევე, თმის ღერების გაძლიერების მიზნით, კარგი იქნება სხვადასხვა მკვებავების გამოყენება.
    • ყველაზე დიდი “ტკივილი” ხვეული თმის პატრონებისთვის ე.წ. ლოგინის ეფექტია. დილით, როდესაც სარკეში ვიხედებით ვხედავთ გაუხეშებულ, “დაშლილ”, ფორმადაკარგულ კულულებს. ამ დროს, საუკეთესო გამოსავალი თმის დაბანა ან მუსის გამოყენებაა.
    • ზედმეტად გაუხეშებული თმა ძნელად დასამორჩილებელია. მეტი ჰაეროვნრბისა და სიფაფუკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბალპროცენტიანი ძმარი: 200 გრ ძმარი შეურიეთ 400 გრ წყალს. ნაყენი გადაივლეთ დაბანილ, სველ თმაზე. გააჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ მხოლოდ წყლით. არ შეშინდეთ, ძმრის სუნი არ გაგყვებათ!

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი