როგორ ვიზრუნოთ ბავშვის გონებრივ განვითარებაზე – მაია ხერხეულიძის რჩევები

    ზაფხულის არდადეგების შემდეგ, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მეტად აქტუალური ხდება ბავშვის სკოლის რეჟიმზე გადართვა, ინფორმაციის მიღებაზე, სხარტ აზროვნებასა და სწავლაზე კონცენტრირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეხმარებით პატარებს ნებისმიერი სირთულის გადალახვაში და ახალ გარემოსთან შეგუებაში, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ისინი თავად უმკლავდებიან. ეს უკეთ გამოსდით, თუ არ ვწყვეტთ მათ ჯანმრთელობასა და სწორ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას მთელი წლის განმავლობაში. როდესაც სწორ გონებრივ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, უნდა აღინიშნოს ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და ყველა იმ ნივთიერების მიღება, რომელიც ასე სჭირდება მოზარდის ორგანიზმს. აღნიშნულ თემაზე კითხვებით თსსუ-ს პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორს, ქ-ნ მაია ხერხეულიძეს მივმართეთ:

    ქალბატონო მაია, როგორ უნდა იზრუნოს მშობელმა ბავშვის გონებრივ განვითარებაზე და რა როლი ენიჭება ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს ამ თვალსაზრისით? გარდა ტვინის ფუნქციობის გაუმჯობესებისა,  კიდევ რისთვის სჭირდება ბავშვის ორგანიზმს ომეგა 3?

    ომეგა 3, 6 და 9  პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები უდიდეს როლს თამაშობს თავის ტვინის,  მხედველობის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვ-კუნთოვანი სისიტემის ჩამოყალიბებაში. დადგენილია, რომ ამ ტიპის ცხიმოვანი მჟავებით განსაკუთრებით მდიდარია დედის რძე და სწორედ მათ უკავშირდებათ ბუნებრივ კვებაზე გაზრდილი ბავშვების შედარებით მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი. მოცემული ცხიმოვანი მჟავების ზემოქმედება როგორც მუცლადყოფნის ისე დაბადების შემდგომ ასაკში ნერვული სისტემის ფორმირებასა და განვითარებაზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ  მეორენაირად ამ ნივთიერებებს თავის ტვინის არქიტექტორებსაც კი უწოდებენ. ომეგა 3-ის ნაკლებობა იწვევს ნეირონის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას თავის ტვინის ცალკეულ უბნებში (ჰიპოკამპში, ჰიპოთალამუსსა და ქერქში), რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ სივრცული და სერიული დასწავლის პროცესში. ომეგა 3-ის ნაკლებობა უარყოფითად აისახება როგროც დასწავლის პროცესზე, ისე ყურადღების კონცენტრირების უნარზე. ინფორმაციის მიღების და დამუშავების სიჩქარე გარკვეულწილად თავის ტვინში დოკოზაჰექსანის მჟავას (DHA) კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. დადგენილია,  რომ დოკოზაჰექსანის მჟავა მონაწილეობს როგორც უშუალოდ სწავლის, ისე დამახსოვრების პროცესში. DHA მონაწილეობს ფოტორეცეპტორის მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში და აქედან გამომდინარე აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები  ხასიათდებიან მძლავრი ანტიანთებითი თვისებებით და მკვეთრად  ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა სინთეზიც ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია, აუცილებელი კომპონენტებია თავის ტვინის განვითარებისთვის და ფუნქციობისათვის.

    ძირითადად, ჩვენი ბავშვების რაციონი საკმაოდ ღარიბია ომეგა 3-ის შემცველი საკვებით. ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება მიიღოს ომეგა 3 მოზარდმა?

    სამწუხაროდ, ხშირად საკვები რაციონი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმის გამდიდრებას პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების საჭირო დოზებით. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ძირითად წყაროს ცხიმიანი თევზი წარმოადგენს (ორაგული, ქაშაყი) ითვლება, რომ კვირის განმავლობაში საჭიროა მინიმუმ 3 ულუფის მიღება. აღნიშნულ ცხიმოვან მჟავებს აგრეთვე შეიცავს ნიგოზი, კვერცხის გული, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. ომეგა 6 ცხიმოვან მჟავას შეიცავს სიმინდის, სოიოსა და არაქისის ზეთი, თუმცა არ არის მიზანშეწონილი ამ უკანასკნელის შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება. აღსანიშანავია, რომ ორგანიზმი ვერ  წარმოქმნის ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს, ამიტომ მათი მიღება მხოლოდ კვებითი რაციონიდან არის შესაძლებელი. ხშირად მცირე ასაკის ბავშვებს არ უყვართ თევზი ან უვლინდებათ ალერგია ზღვის პროდუქტებსა და კვერცხზე, ნიგვზის გამოყენებაც მცირე ასაკში ასპირციის მაღალი რისკის გამო არ არის მიზანშეწონილი, ამიტომ კვების რაციონის გამდიდრებასთან ერთად, ხშირად გვიწევს საკვები დანამატების სახით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების გამოყენება. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მნიშვნელოვანია, რომ დანამატი, რომლითაც ხდება ბავშვის ორგანიზმში პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის აღდგენა, აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს როგორებიცაა: ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული სადღეღამისო დოზები, უსაფრთხოებისა და თერაპიული ეფექტურობის მაღალი ხარისხი და რა თქმა უნდა მიღების კომფორტულობა, რადგან როგორც იცით, ხშირად ომეგა 3-ის შემცველი დანამატები ხასიათდებიან უსიამოვნო, თევზის გემოთი.

    ომეგა 3 დღეს ბევრი სხვადასხვა დასახელებითა და ფორმით გვხვდება. თქვენი გამოცდილებით, რომელ პრეპარატს მიიჩნევთ ყველაზე ოპტიმალურად ხარისხისა და შემადგენლობის მიხედვით? 

    ამ მხრივ გამოვარჩევ ცნობილ ევროპულ ბრენდს მარსიანჩიკი ომეგა 3-ს, რომელიც შექმნილია სპეციალურად ბავშვებისათვის და  ნამდვილად აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმსა და მოთხოვნას, რომელიც არსებობს ამ ჯგუფის დანამატების მიმართ. იგი შეიცავს ომეგა 3-ისა და DHA-ს რეკომენდებულ თანაფარდობას, რაც ხელს უწყობს თავის ტვინისა და მხედველობითი აპარატის ფუნქციის გაუმჯობესებას, დადებითად მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ უნარსა და კონცენტრაციის განვითარებაზე და უზრუნველყოფს ზრდა-განვითარების ხელშეწყობას. ჩემთვის მნიშვნელოვან ფაქტორს ასევე წარმოადგენს ის, რომ იგი არ შეიცავს შაქარს, კონსერვანტებს, საღებავებს, გლუტენს, ასპარტამს, შესაბამისად უსაფრთხოა და არ მქონია გვერდთი ეფექტების გამოვლენის არცერთი შემთხვევა. ჩემს პატარა პაციენტებში დიდი მოწონებით სარგებლობს მარსიანჩიკი ომეგა 3-ის გემრიელი კაფსულები.  მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც გვაქვს საშუალება არჩევანი გავაკეთოთ ისეთ ევროპულ, უსაფრთხო და ცნობილ ბრენდზე როგორიც „მარსიანჩიკია“.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი