როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემებს?

    სილამაზისა და თავის მოვლის რუბრიკის სპონსორი, ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმი” წარმოგიდგენთ დერმატოვენეროლოგის და კოსმეტოლოგის, ნელი ბაკურაძის რჩევებს კანის მოვლასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

    თმის ცვენის გამომწვევი რა მიზეზები არსებობს?

    თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია: ემოციური, ფიზიკური სტრესი (ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია, სხეულის ტემპერატურის მატება, სხვადასხვა დაავადება), ორსულობა, ვიტამინი A- ს როგორც უკმარისობა (ასევე ჭარბი ოდენობით მიღება), ვიტამინ B-ს დეფიციტი, D-ვიტამინის ნაკლებობა, პროტეინების სიმცირე ორგანიზმში, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, ანემია, ჰიპოთიროიდიზმი, მკვეთრი წონაში კლება, ქიმიოთერაპია, სპეციალური ვარცხნილობის ტარება, ასაკი. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, ხშირ შემთხვევაში კი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, განაპირობებს სხვადასხვა ტიპის თმის ცვენას. აღნიშნული პრობლემის დროს ხშირად ვიყენებთ მაგალითად “ვიადერმ კომპლიტს”, რომელსაც თმის ცვენის შემთხვევასი ძალიან კარგი შედეგები აქვს.

    რა იწვევს ისეთ ხშირ პრობლემას, როგორიც არის ქერტლი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

    ქერტლი ეს არის სკალპის ქრონიკული მდგომარება, რომელიც გამოიხატება კანის აქერცვლით. ყველაზე ხშირად იგი გვხვდება მომატებული ცხიმიანობის, სებორეული დერმატიტის დროს-როდესაც სკალპზე გვხვდება ჰიპერემიული, მოთეთრო-მოყვითალო ფერის აქერცვლადი უბნები. პრობლემის გამომწვევი მიზეზებია ასევე არასწორი კვების რეჟიმი და რაციონი, თმის ჰიგიენისა და მოვლის არასწორად შერჩეული საშუალებები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნერვულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება. მსუბუქი ფორმების დროს მასთან ბრძოლა შამპუნის დონეზე სავსებით საკმრისია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება მედიკამენტების ჩართვა: ანტიმიკოზური, ტოპიკური კორტიკოსტეროიდები, სპეციალური შამპუნები და ვიტამინები. მკურნალობის დროს საჭიროა კვების რაციონში შეიზღუდოს ცომეული, ტკბილეული და ცხარე საკვები.

    რა რეკომენდაციებს მისცემთ მათ, ვისაც აქვს ცხიმიანი ტიპის კანი და ამასთან ერთად ებრძვის აკნეს?

    აკნე არის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი მდგომაორება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა სირთულით. ამ დროს მნიშვნელოვანია სახის მოვლის საშუალებების სწორი შერჩევა, რათა მოხდეს ჭარბი ცხიმის და მკვდარი უჯრედების მოცილება კანიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მიკროელემენტების ნაკრების მიღება, რომელიც ეხმარება ორგანიზმს დააბალანსოს ცხიმოვანი ცვლა, მოხდეს კანის აღდგენის სტმულირება, რათა თავიდან ავირიდოთ აკნეს შემდგომი ნაწიბურების გაჩენა. მსგავსი მიკროელემენტებია თუთია, სელენი, A და E ვიტამინი, სილიციუმი და სხვა. ეს მიკროელემნტები ეხმარება კანს რეგენერაციაში-აღდგენაში, ასევე ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას. მაგალითად, „ვიადერმი კომპლიტი“ აქტიურად გამოიყენება აკნეს მკურნალობის დროს. მასში შემავალი ფურისულას ზეთი კვებავს კანს შიგნიდან, ადვილად აღადგენს კოლაგენს და ელასტინს, ამცირებს ანთებით გამონაყარს აკნესა და დერმატიტების დროს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებასა და რეგენერაციას.

    აკნეს დროს კვების რაციონიდან რომელი პროდუქტების შეზღუდვა არის რეკომენდებული?

    აკნეს დროს რომელიმე პროდუქტის სრული ამოღება არ არის საჭირო, თუმცა აუცილებელია ზოგიერთი მათგანის მიღების შემცირება. ეს განსაკუთრებით ეხება ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს, როგორებიც არის მაგალითად ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ასევე მჟავე, ცხარე საკვები.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი