როგორი იქნება 2020 წელი და რას მოუტანს თეთრი მეტალის ვირთხა თქვენს ზოდიაქოს ნიშანს?

    2020 წელი თეთრი მეტალის ვირთხისაა და ის განსაზღვრავს ჩვენს იღბალს, წარმატებას თუ წარუმატებლობას მთელი წლის განმავლობაში.

    ჩინურ კულტურაში თეთრი მეტალის ვირთხა წმინდა ცხოველად მიიჩნევა. მათი რწმენით, ეს ცხოველი ინტელექტით, სწრაფი აზროვნებითა და კმაყოფილი, მშვიდი ცხოვრებით გამოირჩევა.

    ვნახოთ, თუ როგორი იქნება თეთრი ვირთხის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

    ვერძი

    2020 წელს, ვერძებს წარმატების მისაღწევად ბრძოლა და ახალი უნარების განვითარება დაგჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ეს წელი არ იქნება მარტივი. მზად იყავით დაბრკოლებებისთვის. არ დანებდეთ და გამოავლინეთ თეთრი ვირთხის მსგავსი ბრძოლისუნარიანობა და მიზანდასახულობა.

    კურო

    მიუხედავად იმისა, რომ ვენერას შვილობილებს, კუროებს ცვლილებები არ უყვართ, ახლა ცვლილებების დროა. დამდეგი წელი თქვენია, კონცენტრაცია მოახდინეთ საქმეზე და წარმატება აუცილებლად გეწვევათ.

    ტყუპები

    ტყუპებისთვის 2020 წელი პოზიტივით აღსავსე იქნება. მსუბუქი წელიწადი გელით. სასურველ მიზანს ბრძოლის გარეშე მიაღწევთ, მთავარია შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და იყოთ ემოციურად ფერადი, როგორც თეთრ ვირთხას შეეფერება.

    კირჩხიბი

    2019 წლის დანაკარგები აგინაზღაურდებათ. 2020 წელი დიდი სიხარულით აღსავსე და წარმატებული იქნება. კირჩხიბებს ამ წელს სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ – ან უნდა გარისკოთ და ბედნიერება მოიპოვოთ, ან ინანოთ რომ შანსი ხელიდან გაუშვით. ნაკლები დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისთვის.

    ლომი

    ცეცხლისებრთა ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2020 წელი გამოცდების წელი იქნება. მზად იყავით მოულოდნელობებისა და გამოწვევებისთვის. ბევრი რამ თქვენს მონდომებასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. ნუ შეეჭიდებით ყველა პრობლემას ერთად. დრო დაუთმეთ დეტალებს.

    ქალწული

    მერკურის მმართველობის ქვეშ მყოფთათვის ნამდვილად საოცარი წელი დგება. გამოავლინეთ მეტი სითამამე. შინაგანი ძალების მობილიზაციას და წარმატების მიღწევის სურვილს უმალვე იგრძნობთ, ასე რომ ოპტიმიზმი თქვენს ხელშია.

    სასწორი

    გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში და მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გარშემომყოფებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ. 2020 წელს გარდამტეხი სიახლის დრო დაგიდგებათ. შესაძლოა მოულოდნელი ახალი ამბავიც შეიტყოთ.

    მორიელი

    2020 წელი მორიელებისთვის ნამდვილად არ იქნება მარტივი. რთული და დაბრკოლებებით აღსავსე თეთრი მეტალის ვირთხის წელი გელოდებათ. იყავით თავშეკავებულნი, მოგიწევთ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.

    მშვილდოსანი

    2020 წელი განვითარების და ახალი ეტაპის წელია მშვილდოსნებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ მყოფ ადამიანებს განახლების შესაძლებლობა ეძლევათ. თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადი წარსულში დაგატოვებინებთ იმას, რის გამოც ვერ ვითარდებით. ნუ გადაყვებით გართობას და ახალი სამსახურის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

    თხის რქა

    კომპრომისების წელი დაგიდგათ. 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით დათმობისა და გათვალისწინების წელი იქნება. მოუსმინეთ სხვის იდეებს. კარგი წელი იქნება ოჯახის შექმნისთვის.

    მერწყული

    ვირთხის წელიწადი არ იქნება მშვიდი. გექნებათ ფინანსური პრობლემები, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა მოაგვაროთ. პოზიტიური დიასახლისის ოპტიმიზმი ამაში დაგეხმარებათ.  გამოავლინეთ თქვენი უნარები და დაბრკოლებებს მსუბუქად მიუდექით.

    თევზები

    დარწმუნდით საკუთარ თავსა და ძალებში. 2019 წელს რაც ვერ „გაბედეთ“ 2020 წელს აუცილებლად უნდა გარისკოთ, რათა გამოსცადოთ საკუთარი თავი და მიაღწიოთ სასურველ შედეგს. გარკვეული დროის შემდეგ კმაყოფილებას იგრძნობთ და საკუთარი თავით იამაყებთ.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი