როგორი იქნება მაისი კუროებისთვის, ტყუპებისთვის და კირჩხიბებისთვის?

    სანამ გაზაფხულის ბოლო და ყველაზე თბილი თქვე დაიწყება, თვალი გადაავლეთ ჰოსორსკოპს და გაიგეთ რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები:

    კუროებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, მაისი სიურპრიზებითა და საჩუქრებით სავსე თვე იქნება. პარტნიორთან ურთიერთობა უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, ურთიერთობა სტაბილურ და სასიამოვნო ფაზაში გადავა. შესაფერისი დროა სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის მოძიებისა და მიღებისთვის. იზრუნეთ გარემოზე, სადაც დიდ დროს ატარებთ, შეიტანეთ ინტერიერში იასამნისფერი დეტალები ან ყვავილები. ეს თქვენს განწყობაზე დადებითან იმოქმედებს.

    ტყუპებისთვის ექსპერიმენტების დროა, ამიტომ იყავით თამამი და ნუ შეუშინდებით ახალ გამოწვევებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ზოდიაქო, რომელსაც ბედი ხშირად უგზავნის გამოცდას, რომლის გავლის შემდეგაც შეუპოვრობა და მიზანდასახულობა გემატებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, რაც ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

    კირჩხიბების ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი დასრულდება. მაისი პოზიტიურ სიახლეებს მოგიტანთ, თუმცა, შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ამიტომ, მთავარია შეინარჩუნოთ საკუთარი თავის რწმენა და წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევთ.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი