რომელი ჯადოქრის კოსტიუმი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

    ჰელოუინამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა!  თუ ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არ გაქვთ სათანადო განწყობა, გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება შევუხამოთ ჩვენს ხასიათს ჰელოუინის კოსტუმი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ამის გაგების საუკეთესო გზა კი ასტროლოგიაა.

    1. ვერძი –  ნენსი დაუნსი The Craft – დან.  90 – იანი წლების დამახასიათებელი ძაღლის შავი საყელური რკინის აქსესუარებით, შავი მძიმე ლაინერი, შავი ტუჩსაცხი და ტანსაცმელი ვერძის ფეთქებად ენერგიასთან ასოცირდება. ვერძებს ნენსის მსგავსად ახასიათებთ რისხვის და გაღიზიანებადობის გადმოფრქვევა. ასე რომ ვერძებს შეგიძლიათ 2019 წლის ჰელოუინზე ნენსის კოსტიუმი მოირგოთ.

    2. კურო – მატრიცია ადამსი The Addams Family -დან. როგორც ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანს, კუროს გულის სიღრმეში, ყველაფერი რომანტიული უყვარს: ყვავილები, სასიამოვნო სურნელება და სინატიფე. მატრიციას ჰობი, ინტერესები და შეხედულებები სწორედ კუროს ნიშნებს ასახავს, ასე რომ ჰელოუინისთვის შეგიძლიათ სახასიათო იმიჯი შეიქმნათ.

    3. ტყუპები – სალი და გილიან ოუენსები Practical Magic -დან. მიუხედავად იმისა, რომ სალი და გილიანი არ არიან ბიოლოგიური ტყუპები, ისინი აბსოლუტურად ერგებიან ტყუპების ზოდიაქოს თვისებებს. როგორც ტყუპები, ისინი არიან უცნაური, ცელქი და ასევე სრულყოფილად გაწონასწორებულნი. სალი უფრო პრაგმატულია, გილიანი კი მართავს მის ენთუზიაზმს.

    4. კირჩხიბი – სამანტა სტეფენსი Bewitched – დან. კირჩხიბების უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახლი და ოჯახი. წყლის ეს ნიშანი განსაკუთრებულად მუშაობს იმისათვის რომ ბედნიერი იყოს, როგორც სამანტა სტეფენსი. მიისწრაფვის სიმშვიდისა და ელეგანტურობისკენ, მიუხედავად მისი ფატალური  ქმრისა და  ექსცენტრიული დედის. ასე რომ კირჩხიბებისთვის ეს კოსტიუმი ზუსტად შესაფერისია.

    5. ლომი – ილაიენი The Love Witch -დან. ილაიენი ლომის ბუნების მსგავსად მკვეთრად გამოხატული მტკიცე ხასიათით ხასიათდება. უნდა კაცების უმრავლესობას უყვარდეს, როგორც ლომს. უნდა აღმერთებდნენ და პატივს სცემდნენ. ჰელოუინზე მისი სტილი ნამდვილად ეფექტურად გამოხატავს ლომის დედოფლურ ბუნებას.

    6. ქალწული – გლინდა, აღმოსავლეთის კარგი ჯადოქარი The Wizard of Oz – დან.  ქალწული ტკბილი, მშვიდი მიწის ნიშანია, რომელიც თავდაუზოგავად, სიყვარულით აგვარებს ნებისმიერ სირთულეს. თუ თქვენ ასეთი ხაიათი გაქვთ, გლინდას კოსტიუმი აძალიან მოგიხდებათ.

    7. სასწორი – საბრინა სფელმენი The Teenage Witch -დან. საბრინა ისევე როგორც სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სოციალურობით და სირთულეების დაბალანსების კარგი უნარით. იგი სადა და გაწონასწორებულია ასე რომ სასწორებს კარგი არჩებანი შეგიძლიათ გააკეთოთ 2019 წლის ჰელოუნზე.

    8. მორიელი – მალეფისენტა Sleeping beauty.  როდესაც მალეფინტა არ იყო მიწვეული წვეულებაზე, მან თავი შეახსენა იქ მყოფთ და შური იძია. მორიელი ცნობილია მტკიცე ერთგულებით, მაგრამ თუ მის განაწყენებას გადაწყვეტთ, წყლის ეს ნიშანი აუცილებლად იძიებს შურს. მალეფისენტას კოსტიუმი მორიელებისთვის იდელაური ვარიანტია.

    9. მშვილდოსანი – ჰერმიონა Harry Potter – დან. მშვილდოსანი ყოველთვის ცოდნისკენ მიისწრაფის, ისევე როგორც ჰერმიონა. არ უყვარს საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, თუმცა მუდამ მზად არის მეგობრებს პოზიტივი აჩუქოს. ასე რომ ჰერმიონას კოსტიუმი მშვილდოსანს ნამდვილად შეეფერება.

    10. თხის რქა – ურსულა The Little Mermaid -დან. ტრადიციულად, თხის რქა მითოლოგიური სიმბოლოს ქმნილებაა, თხისა და თევზის კუდით. ამრიგად, ურსულა იპყრობს თხის რქის მიერ წყლის ჯადოქრობის არსს. ურსულა საკულტო ზღვის ბოსია, რომელიც იყენებს ძალაუფლებას სასურველი შედეგისთვის. ჰელოუინზე მისი ფორმა თხის რქებისთვის უნიკალურია.

    11. მერწყული – უინფრედი Hocus Pocus -დან. უინფრეს სანდერსი  იყო შუა საუკუნეების ჯადოქარი, რომელიც აღმოაჩინეს 1990 -იანებში. მეწრყულები გამოირჩევიან ექსცენტრიულობით, როგორც უინფრედი.სანდერსი ცოტა უცნაურიც კი იყო თუმცა მეწყულის მსგავსად იგი არ განიცდის გარესამყაროს ზემოქმედებას. მისი კოსტიუმი ორიგინალური და შესაფერისია ჰელოუინისთვის.

    12. თევზები – რეივენი That’s So Raven – დან. ისევე როგორც რეივენს, თევზებს აქვთ გამჭრიახი შესაძლებლობები, რაც ხელს უწყობს დაინახონ მომავალი. თევზებს უყვართ ინტუიციის შეფარდება ყოველდღიურ რეალობასთან. რეივენის მსგავსად ისინი მებრძოლნიც არიან. რეივენის ჯადოქრის ხატი ზედგამოჭრილია თქვენი ჰელოუინისთვის.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი