რუჯის შენარჩუნებისა და კანის გაჯანსაღების ფორმულა ნატა შარაშენიძისგან

    2016 წელს საქართველოში გამოჩნდა თავის მოვლის ახალი საშუალება ვიადერმი, რომელიც ნებისმიერ სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. ვიადერმი ნუტრიკოსმეტიკური აბებია, რომლის მეშვეობითაც მარტივადაა შესაძლებელი რუჯის შენარჩუნება. ასევე, ის აღადგენს და ავსებს ორგანიზმს იმ საჭირო ნივთიერებებით, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის სხეული. ჟურნალი “ბომონდი” შეხვდა სოლარიუმ “ერგოლაინის” წარმომადგენელს, ქალბატონ ნატა შარაშენიძეს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ როგორი საჭიროა ნამზეური კანის მოვლა და რამდენად ეხმარება “ვიადერმი” მის აღდგენას:

    რა არის სილამაზე და როგორ აღიქვამთ მას? რა ელემენტებია საჭირო სილამაზისთვის?

    ჩემი აზრით, მთავარი მაინც ადამიანის განწყობაა. რეალურად ასეა,  როცა შინაგანად ჰარმონიულად გრძნობ თავს, მაშინ გამოიყურები საუკეთესოდ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება და ვიდრე გარეგნული იერსახის მოწესრიგებაზე ვიფიქრებთ მნიშვნელოვანია, უფრო სიღრმისეულად მივუდგეთ ამ საკითხს. ვფიქრობ, თუ კანი, თმა და ფრჩხილები მოწესრიგებულია, თვითშეფასებაც მაღალია.

    თქვენ ყოველთვის კარგად გამოიყურებით, რა არის თქვენი კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზის საიდუმლო?

    რა თქმა უნდა, რუჯი (იცინის). ჩემთვის რუჯი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და არამარტო ჩემთვის. ქალბატონმა კოკო შანელმა პირველმა აღიარა და მოდურად აქცია რუჯი. მე უკვე 30 წელია მუდმივად გარუჯული ვარ. ეს კი კანის მუდმივად მოვლას მავალდებულებს, რასაც მხოლოდ გარეგანი მოხმარების კოსმეტიკის საშუალებით ვერ შეძლებ. ამიტომ, წელიწადში ორჯერ მივმართავ ნუტრიკოსმეტიკას. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია ვიადერმი, რომელსაც გააჩნია ორი მთავარი უპირატესობა: ერთი რომ შეიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც რეალურად აკლია ჩვენს ორგანიზმს და გვეხმარება დანაკლისის შევსება-აღდგენაში,  მეორე რომ წონაში მატებას არ იწვევს და პირიქით, როგორც მე ვიცი ხელს უწყობს წონის კორექციას. ვიადერმის ორი შეფუთვაა, Viaderm Skin უშუალოდ კანის დაავადებათა პრევენციულ-სამკურნალო საშუალებაა და მეორე Viaderm Complete, რომელიც თმაზე, კანზე და ფრჩხილებზე ერთდროულად ზრუნავს. ფაქტობრივად, ერთი კაფსულით სამმაგ ეფექტს იღებ, ამიტომ მე უპირატესობას ამ შეფუთვას ვანიჭებ.

    რამდენად ალამაზებს ნამზეური სხეულს და საერთოდ, როგორია კარგი რუჯი?

    რეალურად, რუჯი უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია.  რადგან ყოველთვის მიყვარდა გარუჯვა, ალბათ ამიტომაც დაუფიქრებლად გავხდი ერგოლაინის წარმომადგენელი.  გავარკვიე, რომ ყველაზე კარგი,  ხარისხიანი და უსაფრთხო სოლარიუმი მთელ  მსოფლიოში ერგოლაინია, რომელიც ფუნდამენტურად იგივეა, რაც კარგი, ბუნებრივი მზის სხივი. იმისთვის, რომ კარგი რუჯი გქონდეს, არ უნდა იჩქარო. რუჯი რეალურად  კანის იმუნიტეტია დამწვრობის წინააღმდეგ. ამ დროს, კანის უჯრედებში გამოიყოფა  მელანინები – ფერზე პასუხისმგებელი პიგმენტები. ამიტომაც ვცდილობ, ერგოლაინის ყველა სტუმარს ავუხსნა, რომ ნელ-ნელა გაზარდონ წუთების რაოდენობა და საერთო ჯამში, წელიწადში 40-დან 60 სეანსამდე ჩიატარონ. იმის გათვალისწინებით, რომ 4-6 დღის შემდეგ ახალი მელანინები წარმოიქმნება, დაიცვან სეანსებს შორის შუალედები – პირველი ათი ჩაიტარონ დღეგამოშვებით და შემდეგ იზრუნონ ფერის შენარჩუნებაზე, რისთვისაც საკმარისია კვირაში ერთხელ სტუმრობაც. ძალიან მნიშვნელოვანია გარუჯვის პროცედურის სწორად დაწყება და კარგი სოლარიუმის შერჩევა, სადაც იქნება ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო აპარატურა.

    რა საშუალებებს უნდა მივმართოთ რუჯის მოსავლელად და შესანარჩუნებლად?

    ამისთვის არსებობს სპეციალური კოსმეტიკა. ფირმა „ერგოლაინი“ გახლავთ ოფიციალური წარმომადგენელი კანის მოვლის საშუალებების ამერიკული ბრენდისა „კალიფორნია ტან“, რომელიც გარუჯვის შემდგომ დატენიანებისთვის სპეციალურად ქმნის კოსმეტიკას,. რეალურად, იმისთვის, რომ კარგი რუჯი შეინარჩუნო, კარგად უნდა მოუარო კანს, ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნუტრიკოსმეტიკა. მაგალითად Viaderm Complete შეიცავს ფურისულას ზეთს, რომელიც კვებავს კანს შიგნიდან, ადვილად აღადგენს კოლაგენს და ელასტინს, ამცირებს ანთებით გამონაყარს აკნესა და დერმატიტის დროს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას და რეგენერაციას, მატებს ელასტიურობას და იცავს ნაოჭებისაგან. რუჯის მოყვარულებმა კი კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კანის დატენიანება და მისი დაცვა.

    2017 წელს შეიქმნა პირველი ოფიციალური ბლოგი სილამაზის შესახებ  www.makechoice.ge. ხართ თუ არა აღნიშნული ბლოგის მკითხველი და რატომ უნდა ვადევნოთ თვალი ბლოგს?

    კი, პრეზენტაციაზეც ვიყავი, ფანტასტიკური საღამო იყო და ძალიან ვისიამოვნე. სწორედ ჟურნალი „ბომონდი“ იყო შუამავალი ჩემსა და ბლოგს შორის. ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა. თავის მოვლას სჭირდება ცოდნა და როდესაც ექსპერტულ მოსაზრებებს ვეცნობით და გამოცდილებას სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გვიზიარებს, ეს უფრო მეტად გვეხმარება, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ავირჩიოთ ჩვენი გზა სილამაზისკენ. ვიქნები გულახდილი და  ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, არ მაქვს იმდენი დრო, რომ ყველაფერს გავეცნო, ამიტომ ჩემზე გავლენას უფრო მეგობრების გამოცდილება და ზეპირი ინფორმაცია ახდენს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი