რუსლან ბაგინსკის გამაოგნებლად ლამაზი კოლექცია

    ერთი წელია, რაც ულამაზესი ქუდების შემქმნელმა, რუსლან ბაგინსკიმ მოდის სამყაროში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. პირვლი კოლექცია მან პარიზში, Hôtel de Crillon-ში წარადგინა. მისი კოლექციები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო დეტალებისა და საოცარი ნაჭრების მიქსით. პანდემიამ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა მის ნამუშევრებზეც იქონია გავლენა და ბაგინსკის შემოქმედება სრულიად ახალი ხაზით წაიყვანა.

    პანდემიამ და კარანტინმა ბეგინსკი ბევრ რამეზე დააფიქრა. ის მიხვდა, რომ თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგიები უძლურია ბუნებსი წინაშე. მის ახალ კოლექციას სწორედ ეს განწყობა ეტყობა. მეტალის დეტალებისა და ყვავილების გამოყენებით, მან ულამაზესი თავის აქსესარები შექმნა. ახალი კოლექცია, დიზაინერის თქმით, მე-19 და მე-20 საუკუნეების უკრაინული კულტურის მოტივებზე შეიქმნა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი