რუსული ELLE ყველაზე მოდური ქართველი ქალების შესახებ

    ცოტა ხნის წინ, რუსულმა ELLE-მ მოდის ქართულ ინდუსტრიაზე სტატია გამოაქვეყნა და საზოგადოებას ყველაზე მოდური ქართველი ქალები გააცნო.

    “უკვე დიდი ხანია საქართველო მხოლოდ გემრიელ საჭმელთან, ღვინოსთან და  ტუმართმოყვარეობასთან აღარ ასოცირდება. ახლა უკვე, თბილისი წელიწადში ორჯერ მოდის სამყაროს ნამდვილი ცენტრი ხდება, იმართება მოდის კვირეულები და ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი გამოცემების რედაქტორები. მოდურად ჩაცმული სტუმრების რაოდენობის კი ალბათ ნიუ იორკის, პარიზის, ლონდონის და მილანის მოდის კვირეულებსაც კი შეშურდებათ. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელსაც თბილისის პირველ ლედის ეძახიან და ხშირად ადარებენ მელანია ტრამპს. თქვენ წინაშე არიან თბილისელი მოდური ქალბატონები!”

    ამის შემდეგ ELLE საზოგადოებას აცნობს სოფო ჭყონიას (როგორც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამაარსებელს), ნატა ბერაძეს, ანი ჩიხლაძეს, ნინო ელიავას, სალომე ღვინიაშვილს, ნინა ზარქუას და ყველას მოუწოდებს, თვალი ადევნონ მათ ინსტაგრამზე.

       

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი