სად გაატარებენ ზაფხულს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის შვილები?

    ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს 2019 წლის აპრილში ოფიციალურად დაშორდნენ. მათ შორის აღარანაირი სენტიმენტები აღარ არის და ორივე ორიენტირებულია შვილებზე.

    ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ. ინსაიდერის ინფორმაციით, ზაფხულს ბავშვები დედასთან, ნიუ მექსიკოში და მამასთან, ლოს ანჯელესში გაატარებენ. ანჯელინა და ბრედი საკმაოდ ცივილურად უდგებიან ამ საკითხს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ შვილებთან.

    ანჯელინა ჯოლი ამჟამად ალბუკერკეში, ფილმის Those Who Wish Me Dead გადაღებებზე იმყოფება (ფილმი შემოდგომით გამოვა). დღეში 12 საათს ის გადასაღებ მოედანზე ატარებს და თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე, ცდილობს შვილებთან ერთად იყოს. როგორც ამბობენ, ანჯელინა შვილებს ძალიან ანებივრებს და სანამ ის გადაღებებზეა, მისი შვილები გასართობ ადგილებსა და მაღაზიებს სტუმრობენ. ინსაიდერი ცნობით, მათი სახლი აივსო უამრავი ტკბილეულითა და შინაური ცხოველებით. როგორც ჩანს, ანჯელინა შვილებს არაფერზე ეუბნება უარს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი