სად გაატარეს ზაფხული ქართველმა ვარსკვლავებმა?

    სეზონი, რომელსაც თითქმის ყველა მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა დასრულდა. ზაფხული ქართველი სელებრითებისთვის მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა.ვნახოთ როგორი იყო ქართველი ვარსკვლავების საზაფხულო ვოიაჟი:

    1. ყველასათვის ცნობილმა ქართველმა მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა საზაფხულო არდადეგები თურქეთში, ანტალიის 5 ვარსკლავიან სასტუმროში გაატარა.

    2. ნუკი კოშკელიშვილმა 2019 წლის ზაფხული არდადეგები საქართველოში, მეუღლესთან, ბენთან ერთად გაატარა. ნუკიმ spend your summer in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს ულამაზესი ადგილები მოინახულა.

    3. ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის რომანტიულ მოგზაურბას  თვალს აქტიურად ადევნებდა. წყვილმა ზაფხულის განტვირთვისთვის ჯერ საბერძნეთი, კერძოდ კი სანტორინი აირჩია. შემდეგ კი რამდენიმე დღე ზუგდიდში, უმშვენიერეს 5 ვარკვლავიან სასტუმროში გაატარეს.

     

    4. თამო ვაშალომიძემ საზოგადოება ტრადიციულად ცხელ-ცხელი ფოტოებით გაანებივრა. მოდელმა უპირატესობა საქართველოს ულამაზეს კურორტებს მიანიჭა და დასვენება ციხისძირის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოიწყო. წელს თამოს თანამგზავრი მისი შვილი, პატარა სოფია იყო. მოდელმა შვილთან  ერთად ბაკურიანშიც დაისვენა. ამის შემდეგ კი პრაღას ეწვია, საიდანაც ულამაზესი ფოტოები შემოგვთავაზა.

     

    5. რაც შეეხება ნინი ბადურაშვილს, ის დასასვენებლად კანში წავიდა. ნინი მეგობარს, გიორგი ჩიკვაიძეს ესტუმრა, რომელმაც ის ჯექსონ 5-ის კონცერტზე დაპატიჟა. მათ შესანიშნავად დაისვენეს და იახტაზე გადაღებული უამრავი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს.

     

    ავტორი: თამო მანთაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი