გულდასმით შერჩეული სამოგზაურო აფთიაქი მშვიდი და ბედნიერი დასვენებისთვის!

    ზაფხული აქტიური დასვენების, მოგზაურობის, ბუნებაში დასვენების დროა, თუმცა,  გარემოს ცვლილებამ და აკლიმატიზაციამ, ხანგრძლივმა მოგზაურობამ და ფრენებმა, ფსიქო-ემოციურმა ცვალებადობამ,  შეიძლება, გავლენა იქონიოს ორგანიზმზე და შედეგად, არასასიამოვნო სიმპტომებმა და ავადობამ  დაარღვიოს ჩვენი სიმშვიდე. მშვიდი და ჯანმრთელი დასვენებისთვის გონივრულია, წინასწარ მოვემზადოთ და შევავსოთ საზაფხულო სააფთიაქო ჩანთა. რა უნდა გვქონდეს საზაფხულო სამგზავრო აფთიაქის შემადგენლობაში, გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი , თერაპევტი მაკა ბულეიშვილი. 

    ქ-ნო  მაკა გვირჩიეთ  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა იყოს ჩვენს საზაფხულო სააფთიაქო ჩანთაში?

    მოგზაურობა, ნაწლავური ინფექციები, სტრესი, არარეგულარული კვება, იწვევს სხვადასხვა სახის დისკომფორტს, რის შედეგად, დიდი ხნის ნანატრი დასვენების ნაცვლად შესაძლოა ნაწლავურმა ინფექციებმა, ენტეროვირუსული ინფექციების შედეგად განვითარებულმა შემაწუხებელმა სიმპტომებმა  და სხვა პრობლემებმა იჩინოს თავი. ამ მდგომარეობებს ხშირად თან სდევს ნაწლავის მიკრობიოტას დარღვევაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიმპტომებს და აჭიანურებს გამოჯანმრთელებას. 

    ქ-ნო მაკა, რას წარმოადგენს მოგზაურთა დიარეა და როგორ ავიცილოთ თავიდან?

    ბევრისთვის ნაცნობი იქნება მოგზაურთა დიარეა, რადგან ასეთ დროს ხშირად გვაქვს შეხება უცხო საკვებთან, წყლის სხვა ხარისხთან, ან ჰიგიენურ სტანდარტების დარღვევასთან, რაც ზრდის მოგზაურთა დიარეის რისკს, რასაც თან ახლავს უსიამოვნო სიმტომები როგორიცაა, შებერილობა, სიმძიმე, და დისკომფორტი. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველივე ზემოთჩამოთვლილი, ჩვენს საზაფხულო სააფთიაქო ჩანთაში აუცილებელია გვგქონდეს პრობიოტიკები, რადგან კლინიკურად დადასტურებულია პრობიოტიკების ეფექტი მოგზაურთა დიარეის პრევენციასა და სიმპტომების შემსუბუქებაში.

    ქ-ნო მაკა, როგორ შევარჩიოთ პრობიოტიკები, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი და რომელ პრობიოტიკს გვირჩევდით? 

    პრობიოტიკის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ხარისხი. ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ პრობიოტიკი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მაგალითად: შეიცავდეს კარგად შესწავლილ ბაქტერიულ შტამებს და განსაზღვრულ რაოდენობას, ბაქტერიულ შტამებს გააჩნდეთ მაღალი სიცოცხლისუნარიანობა, არ შეიცავდნენ არასასურველ დანამატებს და გააჩნდეთ კლინიკური კვლევებით გამყარებული სარგებლიანობისა და უსაფრთხოების პროფილი. სწორედ ასეთია Biopron 9 Premium-ი რომელიც წარმოადგენს პრობიოტიკების და პრებიოტიკის უნიკალურ კომბინაციას,  9 შერჩეული პრობიოტიკური შტამით. Biopron 9 Premium-ი ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიოტის აღდგენას, შენარჩუნებას, აძლიერებს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და დაბალანსებულ ეკოსისტემას ქმნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.  ეფექტურია კუჭ-ნაწლავის პრობლემებისას წარმოქმნილი ნებისმიერი შემაწუხებელი სიმპტომის დროს, ასევე, მოგზაურის დიარეის, პრევენციაში. აღსანიშნავია, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ს გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან, ამიტომ ის ოჯახის ყველა წევრისთვის არის. 

    მოგაურობა/მგზავრობისას ასევე ყველაზე ხშირ და შემაწუხებელ ჩივილებს წარმოადგენს ფეხების შეშუპება, ტკივილი და დისკომფორტი, რას გვირჩევთ ამ შემთხვევაში? 

    დიახ, ზაფხულში მაღალი ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის ფონზე ისედაც იზრდება ვენური სისტემის დატვირთვა. ქვედა კიდურებზე გაჩენილი კაპილარული ქსელი, ფეხების შეშუპება, სიმძიმე და ტკივილი, ბევრისთვის ნაცნობი სიმპტომებია. აღნიშნული ჩივილები განსაკუთრებით მწვავდება სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობისას, მოგზაურობის დროს დიდი ხნით სიარულისას, რაც ბევრ ადამიანს გამოუცდია და საკმაოდ დიდი დისკომფორტს წარმოადგენს.

    ქ-ნო მაკა, რას გვირჩევთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეს   უსიამოვნო სიმპტომები?

    ზოგადად ვენების ჯანმრთელობისათვის გირჩევთ,  არ გაატაროთ ხანგრძლივი დრო ერთ პოზაში განსაკუთრებით ჯდომით ან დგომით, ივარჯიშეთ, მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას, მიიღეთ კონტრასტული შხაპი, გამოიყენეთ ვენოპროტექტორები და ვენოტონიკები, რომლებიც ამაგრებენ ვენურ კედლებს და ამცირებენ სიმპტომებს. ასევე სამოგზაურო აფთიაქში აუცილებლად თან წაიღეთ  „ვარიქსინალი“. ის შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს და მოქმედებს კომპლექსურად, აღადგენს კუნთოვან და ვენურ ტონუსს, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციას,  ხსნის სხეულის შეშუპებას, ფეხებში სიმძიმის, წვისა და დაღლილობის განცდას. იცავს ვენური დაავადებისა და კაპილარული ქსელის განვითარებისა და გართულებისაგან. მაგალითად ვარიქსინალის გელი შეგიძლიათ მგზავრობისას სულ თან გქონდეთ და სიმპტომების სწრაფი კუპირებისთვის გამოიყენოთ. ადვილად შეიწოვება, არ სვრის ტანსაცმელს, სწრაფად  ხსნის სიმძიმის, დაღლილობის, სიმხურვალის განცდას, შეშუპებას და დისკომფორტს  და აქვს სასიამოვნო სურნელი. 

    ქ-ნო  მაკა, ზაფხულში ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, ერთდროულად გვიწევს ვირუსებთან, ალერგენებთან და მწერებთან ბრძოლა? 

    ნამდვილად, ზაფხულში, როცა ვირუსები, ალერგენები,  კოღოები და მავნე  მწერები განსაკუთრებით აქტიურნი არიან, ბავშვის დაცვა ხდება მშობლის პრიორიტეტი. სინულან ფორტე არომა-პატჩი მარტივი და კომფორტული გამოსავალია ასეთ სიტუაციაში, ევროპაში კლინიკურად გამოცდილი, სპეციალურად ბავშვებისთვის 18 თვიდან შექმნილი არომატული პატჩი შეიცავს 100%-ით ბუნებრივ მცენარეულ ეთერზეთებს, რომლებიც ერთდროულად ავლენენ ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ, ანტიალერგიულ და მწერების საწინააღმდეგო მოქმედებას. ვფიქრობ, რომ „სინულანის არომა პატჩი“-ც აუცილებლად თან უნდა გქონდეთ თქვენი პატარების უსაფრთხოებისთვის. პატჩი ადვილად მიმაგრდება ბავშვის ტანსაცმელზე გულ-მკერდის მიდამოში, მისი მოქმედება ნარჩუნდება 8 საათის მანძილზე. 

    ვფიქრობ, რომ ბიოპრონი, ვარიქსიანალი, სინულანი  განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს იმ სტანდარტული სააფთიაქო ჩანთის, რომელიც მოგზაურობისას სულ თან უნდა გქონდეთ.

    #სადაცარუნდაწახვიდე #თანწაიღე #ბიოპრონი #ვარიქსინალი #სინულანი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი