საგაზაფხულო აქცია 1+1 კომპანია “არტფარმასგან”

    ფარმაცევტულმა კომპანია “არტფარმამ” საგაზაფხულო აქცია 1+1 დაიწყო. აქციის ფარგლებში, 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, “ავერსის”, “ფარმსახლის”, “ჯიპისის”, “პსპ-ს” და “ფარმადეპოს” აფთიაქებში (მთელი საქართველოს მასშტაბით) ერთი კოლოფი “ვიადერმის” და ბავშვების საყვარელი ვიტამინების “მარსიანჩიკის” შეძენის შემთხვევაში, მეორე შეფუთვას მიიღებთ საჩუქრად.

    „მარსიანჩიკის“ ნებისმიერი ფორმის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სეზონისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ პროდუქტს, „მარსიანჩიკი სიროფს.“ “მარსიანჩიკი” რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა აკადემიის მიერ და აქვს 5 ფორმა:

    მარსიანჩიკი სიროფი – ზრუნვა უმადო და ხშირად მოავადე ბავშვებზე
    მარსიანჩიკი ომეგა 3 – გემრიელი ვიტამინები ჭკვიანი ბავშვებისთვის
    მარსიანჩიკი ფუტურა 1+ – ზრუნვა ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე (1 წლის ასაკიდან)
    მარსიანჩიკი ფუტურა 3+ – ზრუნვა ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე (3 წლის ასაკიდან)
    მარსიანჩიკი ინულინით – ანემიის პრევენცია და ზრუნვა კუჭ-ნაწლავზე

    რაც შეეხება ვიადერმს, ეს არის პირველი ნუტრიკოსმეტიკური საშუალება საქართველოში, რომელიც ორი ფორმით არის წარმოდგენილი – “ვიადერმი კანის სილამაზე” და “ვიადერმი კომპლიტი.” მასში შემავალი უნიკალური კომპონენტები აღადგენენ ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების ბალანსს, უზრუნველყოფენ კანის თმის და ფრჩხილების სტრუქტურის გაუმჯობესებას, გაჯანსაღებას და ხელს უშლიან ნაოჭების წარმოქმნას.

    “ვიადერმი კანის სილამაზე” უშუალოდ კანზე არის მიმართული. აღადგენს კოლაგენისა და ელასტინის დეფიციტს, ამცირებს ანთებით გამონაყარს აკნესა და დერმატიტის დროს, მოქმედებს კანის ღრმა შრეებზე და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ახდენს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების პრევენციასა და მკურნალობას, ანელებს დაბერების პროცესს.

    “ვიადერმი კომპლიტი” კი ერთდროულად ზრუნავს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. ამცირებს თმის ცვენას, აჯანსაღებს თმის ძირებს, მატებს თმას მბზინვარებას, ატენიანებს კანს, დაბერებისგან იცავს კანის უჯრედებს, ამცირებს ნაოჭებს, ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდას და უზრუნველყოფს მათ სიმტკიცეს.

    რაც ყველაზე მთავარია, “ვიადერმი” არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს მადის გაძლიერებას და/ან წონაში მატებას.

    შეგახსენებთ, რომ “ვიადერმისა” და “მარსიანჩიკის” მწარმოებელია “ვალმარკი” – ნომერი პირველი ფარმაცევტული კომპანია ევროპაში.

     

    2 კომენტარები

    1. აქცია არ არის არცერთ ზემოთ მითითებულ აფთიქებში ვიადერმის და მარსიანჩიკის პრეპარატებზე.იქნებ გადაამოწმოთ ჯერ მხოლოდ 23 მარტია 20 მარტის შემდეგ ვკითხულობ და შეუძლებელია ამ აქციის სარგებლობა, რა ხდება იქნებ დაწეროთ მიზეზი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი