საკვები, რომელიც ხელს უშლის წონის მომატებას

    ზედმეტი კილოგრამები უამრავი ადამიანის პრობლემაა. ზოგი სპეციალისტს აკითხავს, ზოგიც საკუთარ თავს თვითონ უწესებს შეზღუდვებს. დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ წონაში კლება ჯანსაღად უნდა მოხდეს. ჩვენ გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც სიმსუქნისგან დაგიცავენ.

    1. ბერძნული იოგურტი

    ბერძნული იოგურტი იგივე თხის რძით დამზადებული იოგურტია, თუმცა, დღესდღეობით თხა ძროხის რძემ ჩაანაცვლა. ბერძნულ იოგურტი ორჯერ მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი. ეს საკვები ადამიანის კუჭში დიდხანს რჩება, ამიტომაც კარგა ხანს არ მოგშივდებათ. ამასთან, ცილების მონელებისას უფრო მეტ კალორიას დაწვავთ, ვიდრე ნახშირწყლების შემთხვევაში. მთავარია შეარჩიოთ უცხიმო, ნაკლებცხიმიანი ან დაბალი შაქრის შემცველი პროდუქტი.

    1. დარიჩინი

    ზოგი კვლევა ამტკიცებს, რომ დარიჩინმა შეიძლება სისხლში შაქრის დონე დაასტაბილუროს. ამის საშუალებით კი, შესაძლოა, მადა შეგვიმცირდეს. დარიჩინისგან სარგებლის მირება ყველას შეუძლია. დაუმატეთ ის ყავას, ჩაის ან იოგურტს და მიირთვით მოტკბო პროდუქტი კალორიის გარეშე.

    1. ცხარე წიწაკა

    ცხარე წიწაკა ერთ მნიშვნელოვან არომატულ ელემენტს შეიცავს – კაპსაცინს. ეს დანამატი ამცირებს მადას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აწესრიგებს საჭმლის მონელებას. წონის კლების კუთხით მას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს. გახდომისთვის მხოლოდ ცხარე წიწაკის ეს კომპონენტი არ კმარა. კვებით ხელი აუცილებლად უნდა შეუწყოთ.

    1. მწვანე ჩაი

    არაერთი მედიკოსი ასახელებს მწვანე ჩაის, როგორც წონის კლებისა და ცხიმის წვის ხელშემწყობ საშუალებას. მწვანე ჩაი შეიცავს კატექინებს, რომელიც მეტაბოლიზმზე უმოკლეს დროში მოქმედებს. მაქსიმალური სარგებელის მისაღებად უმჯობესია, მწვანე ჩაი დღეში რამდენჯერმე დალიოთ. ამასთან, მიირთვით ის საკმაოდ ცხელ მდგომრეობაში, რადგანაც დასალევად უფრო დიდი დრო დაგჭირდებათ. ამასობაში კი გონებისგახსნასა და დამშვიდებაში უფრო შეგიწყობთ ხელს.

    1. გრეიფრუტი

    გრეიფრუტი არც სასწაულებს ახდენს და არც ცხიმების სწრაფი წვის რაიმე ჯადოსნური თვისება გააჩნია, როგორც ეს ბევრ ადამიანს სჯერა. საქმე იმაშია, რომ მის მონელებას კუჭი დიდ დროს უთმობს. ჭამამდე ნახევარი გრეიფრუტის ან ერთი ჭიქა გრეიფრუტის წვენის მიღებით, კუჭი ივსება და შეიწოვს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას აითვისებს.

    1. საზამთრო

    საკვები, რომელიც მდიდარია წყლით (ხილი, ბოსტნეული), უფრო მეტ ადგილს იკავებს ნაწლავში. ეს კი სიგნალს აძლევს  სხეულს, რომ თქვენ უკვე საკმარისად დანაყრებული ხართ და რომ მეტი ადგილი კუჭში აღარ არის. საზამთრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ლიკოპენით, ასევე A და C ვიტამინებით.

    1. კენკრა

    სხვა ხილის მსგავსად, კენკრა დიდი რაოდენობით შეიცვას წყალს. ეს კი დიდხანს დაგტოვებთ ნოყიერს. ამასთან, კენკროვანი მცენარეები ტკბილია და უფრო მეტადაც დაგაკმაყოფილებთ. მაგალითად, მიირთვით მოცვი, რომელიც სავსეა ანტიოქსიდანტებით.

    1. უმი ბოსტნეული

    უმი ბოსტნეული წარმოუდგენლად კარგია წახემსებისთვის. ისინი სავსეა წყლით და თავს დანაყრებულად გაგრძნობინებთ. ამასთან, ცოტა კალორიას შეიცავენ. მაგალითად, ნახევარ ფინჯან ნიახურში მხოლოდ 8 კალორიაა.

    1. ყავა

    ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს. დიახ, ჩვენი ერთერთი საყვარელი სასმელი მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებს და გვეხმარება წონის კლებაში. მაგრამ თქვენს დიეტას მხოლოდ ამაზე ნუ ააწყობთ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ყავას კალორიულ დოპინგებს დაამატებთ.

    1. პოპკორნი

    სამი ჭიქა პოპკორნი შეიძლება ბევრი ჩანდეს, მაგრამ ჰაერით გაბერილი ბატიბუტი მოცულობით გატყუებთ. მასში არც ისე ბევრი კალორიაა, თუ მას ცხიმის ან შაქრის დანამატებით არ დაამზადებთ.

    1. მსხალი და ვაშლი

    მსხალი და ვაშლი ის პოდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. მათი კანიანად ჭამა შიმშილისგან კიდევ უფრო მეტხანს დაგიცავთ. უმჯობესია დაჭრილი მიირთვათ, ვიდრე მისგან წვენი მოამზადოთ. ასე უფრო მეტ ბოჭკოს მიიღებთ და თან მისი ღეჭვის პროცესშიც რამდენიმე კალორიასაც დაწვავთ.

    1. შვრია

    შვრიის 3 მნიშვნელოვანი თვისება უნდა გამოვარჩიოთ: მდიდარი ბოჭკოვანი მარცვლეულია, უამრავ წყალს შეიცვავს და მისი ცხელად მირთმევა შეგვიძია. ცხელ საჭმელს უფრო მეტხანს ჭამა სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ თხევადი და ბოჭკოვანია, დიდი ხნით დაგანაყრებთ.

     

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი