სამარხვო და გემრიელი – სოკო ბროკოლით და სეზამით

    გაამრავალფეროვნეთ თქვენი სამარხვო რაციონი – გთავაზობთ ახალ კერძს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს – სოკო ბროკოლით და სეზამით.

    მის გასაკეთებლად დაგჭირდებათ შემდეგი მასალა:
    სოკო – 200გრ
    ბროკოლი– 1 (დიდი)
    სეზამი – 2 ს.კ.
    კოჭა – 2 ჩ.კ.
    ზეთი – 2 ს.კ.

    ბროკოლის ყვავილედები ცხელ, მარილიან წყალში მოვწალოთ 2–3 წუთით. კოჭა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და სოკოსთან ერთად მოვთუშოთ ზეთზე. მოვაყაროთ მარილი და გამოვრთოთ. თეფშზე დავაწყოთ ბროკოლთან ერთად.

    სეზამის მარცვლები მოვხალოთ მშრალ, ცხელ ტაფაზე და ზემოდან მოვაყაროთ კერძს.

    სეზამს ,,აღმოსავლეთის მარცვლების მეფეს” ეძახიან. მასში მინერალების (განსაკუთრების კალციუმის) და სასარგებლო ნივთიერებების ძალიან დიდი მარაგია. ძველ აღმოსავლურ მედიცინაში სეზამს ბევრი დაავადების საწინააღმდეგო წამლებში იყენებდნენ.

    სინჯეთ ახალი და სასარგებლო გემოები!
    თქვენი მარი მილორავა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი