სამარხვო და სასარგებლო ცილოვანი ვახშამი!

    მარხვის პერიოდში ჩვენი ორგანიზმისთვის ცილოვანი საკვები აუცილებელია, ამიტომ სოკო იდეალური გამოსავალია ხოლმე. მისი მომზადება ძალიან მარტივია და თქვენი სამარხვო რაციონიც გამრავალფეროვნდება.
    მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
    სოკო– 100–200 გრ
    ბულგარული წიწაკა–4 ცალი
    ბრინჯი– 05–1 ჭიქა (ჯობია მუქი)
    ხახვი–1 დიდი
    ნიორი– 1 კბილი
    მწვანილი– ქინძი, ოხრახუში
    მარილი, წიწაკა, ზეთი
    წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში, დავაყაროთ თხლად დაჭრილი სოკო და ისიც ჩავათუშოთ. ბოლოს ჩავაჭყლიტოთ ნიორი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

    გადმოვდგათ, ავურიოთ მოხარშული ბრინჯი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. თესლამოცლილ ბულგარულ წიწაკებში ჩავაწყოთ ეს მასა, ჩავდოთ პატარა ფორმაში (წინასწარ ჩავუფინოთ ქაღალდი) და 20–30 წუთით შევდგათ ღუმელში.

    გაამოთ!
    თქვენი მარი მილორავა

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი