სამარხვო სალათი იმუნიტეტისთვის და ჰემოგლობინისთვის

    კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ამჯერად მოგიყვებით სამარხვო სალათის შესახებ, რომელიც იდეალურია მარხვის პერიოდში და რაც მთავარია, აგიმაღლებთ იმუნიტეტს და ჰემოგლობინს.
    ჭარხლის სალათი ვაშლით

    მასალა:
    ჭარხალი– 1 ცალი
    ვაშლი– 1 ცალი
    შავი ქლიავი– 4–5 ცალი
    ნიგოზი– 3–4 ცალი

    ჭარხალი მოვხარშოთ და გავხეხოთ. ვაშლი გავფრცქვნათ და გავხეხოთ (ან დავჭრათ პატარა კუბიკებად), წინასწარ ჩალბობილი და დარბილებული შავი ქლიავის ჩირი დავჭრათ გრძელ ნაჭრებად და შევურიოთ დანარჩენ მასას. ასევე ნიგოზიც.

    სოუსი:
    ლიმონის წვენი, მდოგვი, ზეთი (ან თაფლი) ავურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ ზემოდან მზა სალათს.

    ამ სალათს გარნირად თეფშზე მოვუწყოთ მოხარშული ოსპი. ეფექტი ორმაგი იქნება!

    იკვებეთ გემრიელად და იყავით ჯანმრთელები!

    თქვენი მარი მილორავა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი