სამყაროს ყველაზე ცნობილი ქალბატონების სილამაზის საიდუმლო

    ქალისთვის არ აქვს მნიშვნელობა დროსა და ეპოქას… ან იმას, თუ რამდენად ცნობილია. სილამაზეზე ზრუნვა ნებისმიერ საუკუნეში და სიტუაციაში მნიშვნელოვანი იყო და იქნება. ყველა ქალს საკუთარი სილამაზის საიდუმლო აქვს. სრულყოფილებისკენ ადამიანების ასეთმა სწრაფვამ დაგვიტოვა ლეგენდარული ქალბატონების მიერ გამოცდილი სილამაზის რეცეპტები.

    კლეოპატრა

    რძის აბაზანების მიღება მითი არ არის. მეცნიერების მტკიცებით სწორედ ეს იყო დედოფლის სილამაზის საიდუმლო. როგორც აღმოჩნდა, თავისი შემადგენლობის წყალობით, რძეს გააჩნია დამატენიანებელი უნარი, მარტივად აშორებს მკვდარ უჯრედებს და ანიჭებს კანს ჯანსაღ იერს. თუ თქვენთვის არც ისე მიმზიდველად ჟღერს რძის აბაზანის მიღება, უბრალოდ დაასველეთ კოსმეტიკური ბამბა რძით და ნაზად გაიწმინდეთ სახე. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

    მერილინ მონრო

    ის ვაზელინს საუკეთესო დამატენიანებელ საშუალებად მიიჩნევდა და გარდა ამისა, იყენებდა როგორ ჰაილაითერს. გაგიკვირდებათ და სწორედ ვაზელინს მიაწერდნენ მერილინის უნაკლო კანს და ბრწყინვალებას.

    სოფი ლორენი

    იგი ზეითუნის ზეთზეა შეყვარებული. ეს არის საოცარი დამატენიანებელი და ასევე, სავსეა ანტიოქსიდანტებით. პროდუქტის გამოყენება შეიძლება ბევრი მიმართულებით, მათ შორის მაკიაჟის მოსაშორებლად, თვალის გარშემო კანის დასატენიანებლად და თმის ნიღბად. თუ გადაწყვეტთ, რომ სოფი ლორენს მიბაძოთ, დარწმუნდით, რომ ზეითუნის ზეთი არის Extra Virgin.

    მარია ანტუანეტა

    ცნობილი იყო ფუფუნების საგნების მიმართ სიყვარულით და ფულის უზომო ხარჯვით. რა თქმა უნდა, თავის მოვლა მის ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა. როგორც ამბობენ, სახეს ის შემდეგი ნაზავით უვლიდა: კონიაკი, კვერცხი, რძე და ლიმონი. ეს მასა მარტივი დასამზადებელია და კანს სძენს არაჩვეულებრივ იერს.

    ეკატერინე დიდი

    სახის კანის მოვლის საიდუმლოდ ყინული მიაჩნდა, რომლითაც ყოველ დილას იმუშავებდა სახის, კისრისა და დეკოლტეს არეს. ცნობილია, რომ ყინული ამკვრივებს და ამშვიდებს კანს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი