სანდლების ახალი ბრენდი, რომელმაც ყველას გული დაიპყრო!

    ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება სანდლები. მათი შეხამება დღეს დღეობით უკვე კოქტეილის კაბასთანაც შეიძლება და ამაზე არავინ გაგაკრიტიკებთ. ეს სტილი ყოველდღიურობის გრილი და განუყოფელი ნაწილი ხდება.

    როგორც ჟურნალი “ვოგი” წერს, მარტივი, მინიმალისტური სანდლები მსოფლიოს ახალი ტრენდია. თავდაპირველად შემოსულმა მინიმალისტურმა სანდლებმა მალევე დაიპყრო მომხმარებლების გულები, თუმცა, მაღალი ფასის გამო მათი შეძენა ყველას არ შეეძლო.

    2018 წელს კი გამოჩნდა ემილი ამელია ინგლისი – “სტუდიო ამელიას” დამფუძნებელი და გამოუშვა 4 სახეობის უმარტივესი, სადა სანდლები და ისიც მხოლოდ რამდენიმე ფერში. მათი ფასი შედარებით დაბალია. მისი წარმატება, როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, ბრენდის ხარისხმა და სიმარტივემ განაპირობა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი