საქართველოს 5 ულამაზესი ადგილი, რომელიც შემოდგომის სეზონზე უნდა მოინახულოთ

    საქართველო უკვე ამაყად იკავებს თავის ადგილს აუცილებლად სანახავი ქვეყნების სიაში. გასულ წლებში, NATIONAL GEOGRAPHIC-მა ჩვენი ქვეყანა შემოდგომის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა. შემოდგომის სეზონის მოყვარულებს გთავაზობთ საქართველოს 10 ყველაზე თვალისმომჭრელ ადგილს, რომელიც უბრალოდ გაგაოცებთ.

    ბატეთის ტბა

    საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ტბებს შორის ბატეთის ტბა გამორჩეულია თავისი სილამაზით. თუ გიყვართ ლაშქრობები, ტბის პირას კოცონთან და მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოები, ეს ადგილი იდეალურია. განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომით, როდესაც ტბა სარკისებურად ირეკლავს სხვადასხვა ფერის ფოთლებს.

    საბადურის ტყე

    საბადურის ტყე თიანეთში მდებარეობს და ერთ-ერთია იმ განსაკუთრებულ ადგილებს შორის, რომელსაც ნებისმიერ სეზონზე სტუმრობენ ფოტოების გადასაღებად. თუმცა, შემოდგომა აქ განსაკუთრებულია. საბადურის ტყეს ხშირად ადარებენ ზღაპარს.


    გომბორის უღელტეხილი

    კახეთისკენ მიმავალი ე.წ. მოკლე გზა თავბრუდამხვევ შთაბეჭდილებას გპირდებათ. გზა ხეებით არის დაბურული კახეთისკენ მიმავალი ტურისტების გაჩერებისა და ფოტოსესიის პირველი წერტილია. შეუძლებელია შემოდგომით აქ მოხვდე და გულგრილად ჩაუარო ბუნების ამ საოცარ სიჭრელეს.

    სვანეთი

    შემოდგომის სეზონზე არ უნდა გამოგრჩეთ მესტია. აქ შეგიძლიათ უამრავი დასამახსოვრებელი ადგილი ნახოთ და დატკბეთ სვანური კულტურის ღირსშესანიშნაობებით. შესაძლოა სიგრილემ შეგაშინოთ, მაგრამ სვანეთში ისე გულთბილად დაგხვდებიან და ისეთი გემრიელი კერძებით გაგიმასპინძლდებიან, რომ ეს ამად ღირს.

    თუშეთი

    თუ გიყვართ მთები და ღრუბლები თქვენს ქვემოთ, თუშეთი სათქვენო ადგილია. სამწუხაროდ, თუშეთში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ადრეულ შემოდგომაზე, ეს დამოკიდებულია ამინდზე. თუშეთისკენ მიმავალი გზა შესულია მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზათა შორის. თუმცა, თუ გარისკავთ და გამოცდილ მძღოლთან ერთად წახვალთ, არაფერია სანერვიულო. თუშეთი ის ადგილია, საიდანაც საქართველოს მონახულება უნდა დაიწყოთ.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი