სარელაქსაციო მასაჟები და მათი მნიშვნელობა

    მასაჟი ფიზიოთერაპიის უმნიშვნელოვანესი დარგია. იგი აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ლიმფოდრენაჟს, ძვალ-სახსროვანი და ნერვული სისტემის მუშაობას, რაც ძალზედ საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. დროის დეფიციტისა თუ სხვა მიზეზების გამო, ბევრი ჩვენგანი ხშირად ვერ აძლევს თავს ამის ფუფუნებას, თუმცა როგორც ქალბატონი მარი მილორავა ამბობს, „მასაჟი არ არის ფუფუნების საგანი, ეს არის დაავადებების პროფილაქტიკა ქიმიური წამლების გარეშე“.

    მარი მილორავა (ექიმი, ფიტოთერაპევტი, მასაჟის სპეციალისტი,კოსმეტოლოგი): ოცდამეერთე საუკუნეში, მეგაპოლისის პირობებში, ჩვენი ორგანიზმი მუდმივად განიცდის სტრესს (სამსახური, ბიზნესი, გადასახადები, ყოველდღიური რუტინა…), რაც გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, მათ შორის კუნთების სპაზმს (კისრის მიდამოში ტკივილი ბევრისთვის ნაცნობია). სტრესის დროს ირთვება ბიოქიმიური მექანიზმი, ჩქარდება გულის რიტმი, გვაკლდება ჟანგბადი და იწყება სისხლძარღვებისა და კუნთების სპაზმი; იტანჯებიან ხელები, კბილები, ფრჩხილებიც კი; იძაბება მუცლის კუნთები, უარყოფითად მოქმედებს ნაწლავურ სისტემაზე და შინაგან ორგანოებში იწვევს ცვლილებებს. ამიტომ, საჭიროა სტრესისგან გათავისუფლება არა წამლით, არამედ მასაჟით. პერიოდულად (კვირაში ერთხელ მაინც) რელაქს მასაჟების გაკეთება სასიამოვნოც არის და ძალიან კარგი ეფექტიც აქვს.

    რა სახის სარელაქსაციო მასაჟებს სთავაზობს Body Care მომხმარებელს? მოგვიყევით მათ შესახებ.

    რელაქს მასაჟი არომა ზეთებით – ხელის მოქმედება კანზე და კუნთებზე და ამას დამატებული არომა ზეთების ეფექტი. ეს მთელი მეცნიერებაა, ირჩევა უნივერსალური არომა ზეთები (მაგალითად ლემონგრასი, ლავანდა და ა.შ.). ჰოროსკოპის მიხედვითაც შეიძლება მათი შერჩევა – სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა არომა ზეთს შეიძლება ჰქონდეს დამამშვიდებელი და ანტისტრესული მოქმედება.

    ცხელი ქვებით მასაჟი, რომელიც 4 ხელში კეთდება და ჩვენთან ყველაზე პოპულარულია. ეს არის უნიკალური და უნივერსალური რელაქს პროცედურა, რომელიც ყველას მოსწონს. აქვს რამდენიმე ფუნქცია, ესენია: კუნთების ღრმა გათბობა, რეფლექსოთერაპია, ტოქსინების გამოსვლა და სპეციალური ვულკანური ქვების მეშვეობით ენერგეტიკული ჩაკრების აღდგენა. ამ ქვებს აქვთ ენერგეტიკული დატვირთვა და ჩვეულებრივი ქვისგან განსხვავებით დიდხანს არ ცივდება. ეს საშუალებას გვაძლევს, ხანგრძლივად ვაკეთოთ მასაჟი. სწორი მეთოდიკის შემთხვევაში, მასაჟისას ადამიანი ეშვება, ღრმად თბება და ხშირად, იძინებს კიდეც. შემოდგომით, ძვალ-სახსროვან პრობლემებს და რევმატიულ ტკივილს ადვილად აგვარებს ცხელი ქვების მასაჟი (ზოგჯერ ერთი პროცედურაც კი საკმარისია). გარდა ამისა, ხსნის თავის და ხერხემლის ტკივილს, რადგან კარგად ადუნებს ხერხემლის ღრმა კუნთებს და აქვს ძალიან ძლიერი რელაქს მოქმედება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასაჟის შემდეგ და მომდევნო დღეებში ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ.

    ჩვენთან ძალიან პოპულარულია ცხელი შოკოლადის მასაჟიც. შოკოლადის ჭამას, მისი წასმა ჯობია, რადგან არ აქვს შაქარი, კონსერვანტები და სხვა ქიმიური დანამატები. ეს არის პირველადი დამუშავების კაკაოს საუკეთესო მარცვლები, რომლებსაც უბრალოდ ეცლება გარსი და იფქვება შიდა ნაწილი, იგივე სრესილი. მას ყველაზე დიდი რაოდენობით აქვს ის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს ენდორფინებით ამარაგებენ. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტი, რომელიც დადებითად მოქმედებს კანზე – აღადგენს ელასტიურობას, ქრება სიმშრალე, კანი იძენს უკეთეს ფერს, სიმკვრივეს და მბზინვარებას. შოკოლადში ასევე არის ტრიპტოფანი, რომელიც შემდეგ გადაიქცევა ენდორფინებად. დადებითად მოქმედებს ჰორმონალურ სისტემაზე. მასში შემავალი კოფეინი და თეოდრომინი, ზრდის ორგანიზმის ტონუსს და განაპირობებს შემოქმედებითი უნარებისა და შრომისუნარიანობის ამაღლებას. კიდევ ერთი ძალიან კარგი ნივთიერებაა – ფენილტინამინი, ნატურალური ანტიდეპრესანტი. ამიტომაც გვაბედნიერებს შოკოლადი. როდესაც მას ასეთი დიდი რაოდენობით ვისვამთ კანზე, ეს ნივთიერებები მაქსიმალურად იწოვება კანიდან და იმის გარდა, რომ აქვს მბზინვარების და ხავერდოვნების ეფექტი, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას. ამ მასაჟზე მოთხოვნა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ძალიან იმატებს. მზის სხივების ნაკლებობით გამოწვეულ სტრესს ის სრულიად ხსნის. ცხელი შოკოლადის მასაჟი ოთხ ხელში კეთდება.

    არ შემიძლია არ ვახსენო არტ სქრაბი. ეს ჩვენი ექსკლუზიური პროცედურაა, რომელიც  2.15 – 2.20 საათი გრძელდება. პროცედურა მოიცავს სამ მასაჟს: თავიდან კეთდება ანტიცელულიტური მასაჟი, შემდეგ მუშაობას ვიწყებთ ჩვენ მიერ გაკეთებული სქრაბით (რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბიო პროდუქტებისგან). ამის შემდეგ შედიან საუნაში, იქვე იბანენ, გამოდიან და კეთდება რელაქს მასაჟი კაკაოს ცხიმზე დამზადებული თბილი საცხით. გარდა მოდუნებისა, ის არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს. იხსნება ყველანაირი სტრესი, კანს სცილდება მკვდარი უჯრედები და აღდგება ელასტიურობა. ეს ყველაფერი სქრაბის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების დამსახურებაა: ყავა, რომელიც აღადგენს კანის ტონუსს, თაფლი, რომელსაც მიკროელემენტების ყველაზე მეტი შემცველობა და ანტიცელულიტური მოქმედება აქვს და ასევე, სხვადასხვა ზეთები. სქრაბის მასაჟი ძალიან კარგია როგორც რუჯის წინ, ისე რუჯის შემდეგ. ის ხელს უწყობს ერთგვაროვანი რუჯის მიღებას და შემდეგ კი, მის დიდი ხნით შენარჩუნებას. მისი წყალობით სუფთავდება ფორები, კარგად სუნთქავს კანი და რაც მთავარია, კაკაოს ცხიმი ღრმად ატენიანებს კანს.

    მოგვიყევით ცხელი მანდარინების მასაჟზე, რომელიც მხოლოდ თქვენთან კეთდება…

    ცხელი მანდარინების მასჟი ჩვენი ექსკლუზივია. ესაა თბილი, მზიანი, სადღესასწაულო პროცედურა სარელაქსაციოდ და კანი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. დადებითად მოქმედებს განწყობაზე. პროცედურაში გამოიყენება ცხელი მანდარინები, ცხელი თაფლი და ცხელი ქვები. მანდარინები ცხელდება გარკვეულ ტემპერატურაზე, დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და კეთების დროს, გამოყოფს თავის წვენს, რომელიც ერევა ცხელ თაფლს. აქვს ანტიცელულიტური მოქმედება, კანს ხდის ხავერდოვანს და ღრმად ატენიანებს. დადებითად მოქმედებს ქვედა ჩაკრებზე. თბილი მანდარინის მოძრაობა ენერგეტიკულ ჩაკრებზე (განსაკუთრებით მცირე მენჯის ჰორიზონტალურ ჩაკრაზე) ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის. მცირე მენჯში შიდა სპაზმები თავისუფლდება და ცხოვრების ხალისი იმატებს. ეს მასაჟი უჯრედულ დონეზე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. რაც მთავარია, ამ საოცარ შეგრძნებებზე სამი მასაჟისტი ზრუნავს. ეს მართლა განსაკუთრებული პროცეურაა.

    არის თუ არა მასაჟი რეკომენდებული მათთვის, ვისაც ვარიკოზი აწუხებთ?

    ტრომბოფლებიტის დროს მასაჟი საერთოდ აკრძალულია, მაგრამ არსებობს მასაჟის ტიპი, რომელიც გარკვეული სტადიის ვარიკოზების დროსაც საჭიროა. ეს არის წერტილოვანი ლიმფოდრენაჟული მასაჟი, რომელიც ხსნის შეშუპებას. ძალიან კარგია წყალქვეშა მასაჟიც.

    კიდევ რა მომსახურებებით შეიძლება Body Care-ში სარგებლობა?

    Body Care არის სხეულის საკორექციო ცენტრი. გარდა იმისა, რომ ვაკეთებთ მასაჟებს და ასევე გვაქვს აპარატები, ვნიშნავთ დიეტებსაც (სხვათა შორის, სისხლის ჯგუფისა და ჰოროსკოპის მიხედვითაც). ნებისმიერი აპარატურის შერჩევისას ძალიან ფრთხილი ვარ და გადაწყვეტილებას ვიღებ მას შემდეგ, რაც ბოლომდე შევისწავლი მის ტექნიკურ მონაცემებს. რაც შეეხება მასაჟებს, ყველა პროცედურას თვითონ ვნიშნავ, რადგან, როგორც ექიმი პასუხს ვაგებ ნებისმიერ შემთხვევაზე. გვაქვს მუდმივი მონიტორინგი.

    ჩვენთან შესაძლებელია სხეულის ბუნებრივი ფორმების შეცვლაც. შეგვიძლია გამოვძერწოთ წელი, გავასწოროთ ნამშობიარები მუცელი (ფიზიოლოგიური მშობიარობიდან 2-3 თვეში, საკეისროდან 4-5 თვეში). მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში ორგანიზმს აქვს აღდგენის უნარი, მაგრამ რადგან ვერ ვიკვებებით ჯანსაღად და დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ, აღდგენის პროცესი ნელდება. საკორექციო-გასახდომი კურსის ჩატარება კი ამ პროცესს ხელს უწყობს. გარდა ამისა, მომხმარებლებს ვასწავლით ვარჯიშებს, რომლებიც სხეულის გარკვეული ნაწილებისთვისაა განკუთვნილი და ჩვენთან მიღებული ეფექტის შენარჩუნებაში ეხმარებათ. ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ მეტი იმოძრაონ, იარონ ფეხით, ივარჯიშონ. ასევე ძალიან კარგია ცეკვა და ცურვა. ჩემი კრედო ჯანსაღი ცხოვრების წესია.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი