საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმანი გახდა!

    დღეს, ოსკარის 91-ე დაჯილდოვებაზე საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული 45 წლის ბრიტანელმა მსახიობმა, ოლივია კოლმანმა მიიღო. ოლივიამ ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის დრამაში “ფავორიტი” დედოფალ ანას როლი შეასრულა. ამ როლმა მას უკვე მოიუტანა BAFTA-ს ჯილდო.

    მასთან ერთად ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ გლენ კლოუზი (ფილმისთვის “ცოლი”) და ლედი გაგა (ფილმისთვის “ვარსკვლავის დაბადება”). 71 წლის გლენ კლოუზი ოსკარის ნომინაციაზე უკვე მეშვიდედ იყო წარდგენილი.

    ოლივია კოლმანის ემოციურმა სიტყვამ არაერთი გამოცემის ყურადღება მიიპყრო. მას უკვე უწოდეს “ჰოლივუდის დედოფალი”.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი