საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები „ემის“ ცერემონიაზე

    ლოს ანჯელესმა „ემის“ დაჯილდოების 71-ე ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებაზე თავი არაერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა მოიყარა. გამარჯვებულების გარდა, მსახიობების ჩაცმულობა როგორც ყოველთვის ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო. უცხოურმა გამოცემებმა საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების სია გამოაქვეყნეს.

    გემოვნებით ჩაცმულთა შორის მოხვდა მსახიობი მენდი მური, რომელიც “ემის” დაჯილდოების ცერემონიაზე ბრენდონ მაქსველის კაბით მივიდა. მან ვარდისფერ-წითელი კაბას ულამაზესი წითელი სანდლები შეუხამა. ტაბლოიდები და ბლოგერები ასევე მოიხიბლნენ მისი პარტნიორის, მაილო ვენტიმილიას ლუქითაც (მაილოს ხალხი იცნობს სერიალიდან „ეს ჩვენ ვართ“).

    სიაში მოხვდა მომღერალი და მსახიობი ზენდაია. იგი ვერა ვანგის მწვანე კაბით პოზირებდა. ზენდაია საღამოზე ნამდვილ ქალთევზას ჰგავდა.

    კიმ კარდაშიან-ვესტიც ჩვეული ელეგანტურობით გამოირჩეოდა. იგი თავს ვივიენ ვესტვუდის კორსეტიანი შავი კაბით იწონებდა. ყელზე კი ე.წ ჯაჭვი და ჯვარი ეკეთა.

    გამორჩეულთა სია დაიკავა ქერი ვაშინგტონმაც, რომელმაც თეთრი პერანგი ულამაზეს მბზინავ შავ შარვალს შეუხამა. კრისტიან ლაბუტინის ფეხსაცმელმა კი იდეალურად შეკრა მისი ლუქი.

    „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი სოფი ტარნერი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა ლუი ვიტონის ვარდისფერ კაბაში. ლუი ვიტონის კაბით იყო მსახიობი მიშელ უილიამსიც.

    რა თქმა უნდა, საუკეთესოდ ჩაცმულთა შორის მოხვდა კენდალ ჯენერი. სუპერმოდელი რიჩარდ ქუინის ვარდებიან კაბაში მოხდენილად გამოიყურებოდა.

    კვლავ ულამაზესია და შესანიშნავ ფორმაშია კეტრინ ზეტა ჯონსი. მსახიობი წითელ ხალიჩაზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა თავისი ჟოლოსფერი კაბით.

    გამორჩეულად გამოიყურებოდა ასევე ემილია კლარკიც. „დრაკონების დედა“ წითელ ხალიჩაზე ვალენტინოს ღრმა დეკოლტიანი, ლურჯი კაბით იწონებდა თავს.

    ავტორი:რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი