თვალის ირგვლივ კანი უფრო თხელი და დელიკატურია, ვიდრე სახის დანარჩენ ნაწილებზე და ერთ-ერთი პირველი ადგილია, სადაც დაღლილობის ან დაბერების ნიშნები ჩნდება. უმრავლესობა ჩვენგანს გვაწუხებს შეშუპება, პიგმენტაცია, დინამიკური ან სტატიკური ნაოჭები, რის გამოც კანს ამ არეალზე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
პრობლემების აღმოსაფხვრელად ბევრი თვალის შრატს ან კრემს მიმართავს, ზოგიც ქონსილერს მათ შესანიღბად, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ არსებობდეს პროდუქტი, რომელიც დაფარვასთან ერთად სიმუქის და ნაოჭების გაუმჯობესებაზეც იზრუნებდა?!
სწორედ ასეთი პროდუქტია Erborian-ის Super BB შრატ-ქონსილერი, რომელსაც საშუალო/სრული დაფარვა აქვს და ამასთანავე გაჯერებულია კანის მოვლის ეფექტური ინგრედიენტებით.
შემადგენლობაში აქვს 5% ნიაცინამიდი (B3 ვიტამინი), რომელიც აუმჯობესებს პიგმენტურ ლაქებს და ათანაბრებს კანის ტონს, აძლიერებს დამცავ ბარიერს, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და ამცირებს ნაოჭების სიღრმეს.
ფორმულაში შემავალი 2% ჟენშენის კომპლექსი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტურ ნაერთს, მათ შორის ფლავონოიდებს, რომლებიც ხელს უშლიან კანის ნაადრევ დაბერებას და ზრდიან სიგლუვეს და დატენიანებას.
ასევე შეიცავს ისეთ სუპერ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ძირტკბილას ექსტრაქტი (ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაღიავებას), გლიცერინი, აფრიკული ხილის ექსტრაქტი (ანტიოქსიდანტი) და ესცინი (ცხენის წაბლის მთავარი საპონინი), რომელსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით ტიტანის დიოქსიდი (მინერალური ფილტრი), რომელიც განაპირობებს პროდუქტის SPF25 დაცვას და ხელს უშლის მზის მავნე სხივების კანზე ზემოქმედებას.
კანის მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, ქონსილერს აქვს ძალიან კარგი დაფარვა და 12 საათიანი ეფექტურობა. მისი ბარხატოვანი ტექსტურა არ ჯდება ნაოჭებში, არ იქერცლება და არ მოძრაობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თვალის ქვეშ, ასევე გამონაყარის ან სხვა ნაკლოვანებების დასაფარად.
გამოყენებამდე კარგად დაიტენიანეთ კანი, შემდეგ დაიტანეთ ქონსილერი, რამდენიმე წამი დააყოვნეთ და ნაზი მოძრაობით გადაინაწილეთ (შეგიძლიათ გაბლენდოთ თითებით, ფუნჯით ან სპონჟის დახმარებით). სრული დაფარვისთვის შეგიძლიათ დაიტანოთ მეორე ფენაც და დაიფიქსიროთ პუდრით.
ფორმულა არის არაკომედოგენური, შესაბამისად არ დაგიხშობთ ფორებს, არ შეიცავს პარფუმს ან სხვა პოტენციურად გამღიზიანებელ ინგრედიენტებს, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კანის ტიპზე, აქვს რამდენიმე ფერი და იდეალურად შეგიძლიათ მოუხდინოთ თქვენს საყვარელ ბბ კრემს.














