სელენა გომესი პრისილა კოსმის ბავშვის ნათლია გახდა

    სელენა გომესი თავისი ბიძაშვილისა და უახლოესი მეგობრის, პრისილას გოგონას, აუბრიელა მარი კოსმის მომონათლავს. პრისცილამ ამის შესახებ, ინსტაგრამის სთორიში ფოტოთი დააანონსა. ფოტოში სელენას მომავალი ნათლული ხელში უჭირავს პრისილა კი უწერს:  ,,ყველა პრინცესას ფერია ნათლია სჭირდება. შენ ჩემი იქნები?”

    სელენა პრისილას უფროსი ვაჟის ნათლიაცაა. მათი მეგობრობა იმდენად მტკიცეა, რომ სელენა პრისილას ხელისმომკიდეც კი იყო ქორწილში. სიტყვით გამოსვლისას კი აღნიშნა, რომ პრისილამ ასწავლა, როგორ გამხდარიყო ძლიერი. პრისილაც მუდამ აქებს და ამხნევებს სელენას. ის ხშირად წერს, რომ ამაყობს იმ სელენათი, რაც დღეს არის და რომ ის ძალიან გაზრდილი და შეცვლილია.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი