სელენა გომესი: სუპერ, სუპერ მარტოხელა ვარ!

    ამ კვირას სავსებით შესაძლებელია Selena Gomez Week ვუწოდოთ, რადგანაც მთელი ინტერნეტი მის ახალ ორ სინგლზე მსჯელობს. თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები არიან მომღერლის ნამუშევრით, თუმცა საზოგადოების ნაწილს სულ სხვა რამ აინტერესებს. გომესი სიმღერებში მის ურთიერთობაზე ყვება. მართალია, სახელს არ აკონკრეტებს, თუ ვის მიუძღვნა Love You to Lose Me და Look Now Now, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ადრესატი ჯასტინ ბიბერია.

    The Zach Sang Show-ში სელენას ჰკითხეს, უნდა თუ არა, რომ ადრესატმა ეს ტრეკები მოისმინოს. მომღერალმა უპასუხა, რომ უნდა. მან ბიბერთან ურთიერთობას “ცოტათი ტოქსიკურიც” უწოდა:

    “წარმოიდგინეთ ხარ ცხოვრების იმ ფაზაში, როდესაც სიყვარულს პირველად განიცდი და ფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს “ოდნავ ტოქსიკური.” თვლი, რომ სიყვარულია, თუმცა შემდგომ ვნებას იმედგაცრუება ანაცვლებს. მაინც ფიქრობ, რომ უნდა იბრძოლო. დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა ამის. სუპერ, სუპერ მარტოხელა ვარ ამ ორი წლის განმავლობაში,” – აღნიშნა ინტერვიუში გომესმა. თუმცა ამბობს, რომ ამ ურთიერთობამ ასწავლა, რა უნდა ცხოვრებაში. ”მე მინდა, რომ შემდეგი ურთიერთობა იყოს ნამდვილი და არ მინდა რომ ეს იყოს ტოქსიკური, ბინძური, ან სულაც კომუნიკაციის ნაკლებობას განვიცდიდე. ვფიქრობ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, საბოლოოდ აღმოაჩენა ადამიანს, რომელიც რეალურად შენია” – ამბობს მომღერალი.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი