სელენა გომესმა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა

    სელენა გომესი

    4 თებერვალს, 27 წლის მომღერალმა, სელენა გომესმა თავის ინსტაგრამ გვერდს სახელი შეუცვალა და Rare Beauty დაარქვა. ეს მისი კოსმეტიკური ბრენდია, რომელზეც ბოლო ორი წელია მუშაობს.

    ახალი ბრენდი საკმაოდ ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი ამერიკის სეფორას მაღაზიებში: სუნამოები, კოსმეტიკა, თმის მოვლა, ეთერზეთები, კანისა და სხეულის მოვლის საშუალებები.

    “Rare Beauty სელენა გომესისგან… “სეფორაში” და RareBeauty.com-ზე, 2020 წლის საფხულიდან” – ასეთი აღწერა გაუკეთა მომღერალმა გვერდს. მოგვიანებით კი მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კოსმეტიკას საკუთარ თავზე ტესტავს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი