სექტემბრის ატროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    ვერძი

    პლანეტა სატურნი თქვენი კარიერის სექტორისკენ მიისწრაფის, რაც შთაგაგონებთ დიდ ამბიციებს, პასუხისმგებლობასა და მუშაობის უნარს. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს, ეს გაზრდის წარმატების მიღწევის შანსებს. აკონტროლეთ თავი, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ. შაბათ-კვირის ენერგია შემოქმედებითი და თავგადასავლებით აღსავსეა, ამიტომ დატკბით ცხოვრებით.

    კურო
    მთელი ძალები მიმართეთ განათლებისა და მოგზაურობისკენ. შეიმუშავეთ გეგმა, რომელიც აგიმაღლებთ ღირსების შეგრძნებასა და თვითშეფასებას. მეტად გამოხატეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ. გაუფრთხილდით გულს, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს უსიამოვნებებს.

    ტყუპები

    გააცნობიერეთ, რომ ურთიერთობა მხოლოდ საწოლში იდილია არ არის. თქვენ ბევრად მეტი გჭირდებათ. სჯობს ერთხელ გეტკინოთ, ვიდრე მუდამ გულნატკენი იყოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სჯობს ემოციების გამომჟღავნებისგან თავი შეიკავოთ და მშვიდად იმოქმედოთ.

    კირჩხიბი

    საყვარელ ადამიანს თქვენი გვერდში დგომითა და შექებით ახალი მიღწევებისაკენ უბიძგებთ. კარგი იქნება თუ სამუშაო დღეებსაც დღესასწაულად უქცევთ. ამ თვეში ასევე გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შესაძლოა თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებამ, ამიტომ მოერიდეთ დატვირთვას.

    ლომი

    სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ აჩქარდებით, მეტად იზრუნეთ კავშირის სრულყოფაზე. საყვარელ ადამიანთან გულახდილმა საუბარმა შესაძლოა დაგამშვიდოთ. სამსახურში პარტნიორებს თვალდახუჭული ნუ ენდობით. მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს.

    ქალწული

    კარგი თვეა პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.  ასევე დროა ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ პარტნიორებთან. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მიაკითხეთ სტომატოლოგს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დაიწყეთ ვარჯიში.

    სასწორი

    საყვარელ ადამიანს ნამდვილად შეუძლია თქვენი დახმარება, ამიტომ ნუ ინერვიულებთ. მთავარია მას სწორი ფორმით მიმართოთ. მოითხოვეთ სამუშაო პირობების საუმჯობესება და ეცადეთ თავი აარიდოთ ფსიქოლოგიურ სტრესს და გონებრივ დატვირთვას.

    მორიელი

    საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ რომანტიკასა და მზრუნველობას ითხოვს. ან სიტუაციაში უნდა გაერკვეთ, ან უნდა გაეცალოთ. ახალი იდეებისა და მიზნების დასახვისთვის მშვენიერი კვირაა, მეტად კრეატიული იქნებით. ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს.

    მშვილდოსანი

    შესაძლოა სიყვარული გეწვიოთ, რომელიც თავგადასავლებით იქნება აღსავსე. მეუღლეებმა მეტი პოზიტივი შეიტანეთ ურთიერთობაში. თანამოაზრეების იმედი გქონდეთ, მოსალოდნელია ბევრი ხარჯი, თუმცა სარფიანი. გაიჯანსაღეთ სხეული, მოერიდეთ ზედმეტ, არასწორ ფიზიკურ დატვირთვას.

    თხის რქა

    თქვენი გულის მოგება მარტივი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ თუ რომანტიული თავგადასავლები გინდათ, უნდა გააქტიურდეთ. აკონტროლეთ მიღებული ინფორმაცია. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობის დაჭერას, რომელთაც შელახული რეპოუტაცია აქვთ. დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

    მერწყული

    რომანტიული განწყობა და სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მიხვდებით, რომ არასწორად იქცეოდით და გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოგიწევთ დაძაბულ გარემოში მუშაობა და დაღლილობაც მოიმატებს. ეცადეთ შეამციროთ დატვირთვა და აკონტროლეთ კოლეგები.

    თევზები

    იყავით გულახდილი საყვარელ ადამიანთან და ეცადეთ მეტად ენდოთ პარტნიორს. რთულ სიტუაციებს თავი შეთანხმებულად და ერთად დააღწიეთ. სამსახურში თქვენი მუშაობით კმაყოფილნი არიან. მარკეტინგის სფერო.  ყურადღება მიაქციეთ მხედველობას, გაუფრთხილდით თვალებს.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი