ძველი ეგვიპტით ინსპირირებული CHANEL-ის 2019 წლის წინასაშემოდგომო კოლექცია

    Metropolitan მუზეუმში “შანელის” 2019 წლის წინასაშემოდგომო კოლექციის ჩვენება გაიმართა. პარიზისა და ჰამბურგის შემდეგ შოუს ლოკაციად დიზაინერმა ნიუ-იორკი აირჩია, პოდიუმი “დენდურის” ტაძრის გარშემო გაკეთდა. კოლექცია კი ძველი ეგვიპტით იყო ინსპირირებული.

    “პირამიდა მინიმალისტური ხელოვნების უდიდესი ნაშრომია” – თქვა კარლ ლაგერფელდმა.

     

     

     

     

    “შანელის” ჩვენება წლის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ბრენდის კოლექციები შექმნილია უსაზღვრო წარმოსახვითა და კრეატიულობით, გამოირჩევა უახლესი ტრენდებით და უკვდავი სტილით.

    “შანელის” 2019 წლის წინასაშემოდგომო კოლექცია გაჯერებულია ეგვიპტური სიმბოლოებით,  ფერებით და საინტერესო ორნამენტებით. ჯინსის ქურთუკებს ულამაზესი იეროგლიფები ამშვენებს (პრინტის სახით), ხოლო ფარაონების სამკუთხედი თავსაფრები ზოლიანი მატერიის ჩანაცვლებით გაცოცხლდა.

    პოდიუმზე სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად გამოჩნდა კარლ ლაგერფილდის მუზა, კაია ბერგერი და “შანელის” სახე, ფარელ უილიამსი.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოკო შანელი მისტიური ნიშნებით იყო გატაცებული და აგრივებდა კიდეც მათ. სწორედ ეს გახდა გარკვეულწილად ამ საოცარი კოლექციის შექმნის ინსპირაცია.

    დაბოლოს,  არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა “შანელის”გადაწყვეტილებას. კომპანიამ გადაწვიტა, რომ წელი სასარგებლო ცვლილებებით დაესრულებინა. ბრუნო პავლოვსკიმ განაცხადა, რომ “შანელი” კოლექციების შექმნისას აღარ გამოიყენებს ტყავს და ბეწვს.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი