ახალი სეზონისთვის მზადება გარდერობის მთლიან განახლებას სულაც არ მოითხოვს. თუმცა, შესანიშნავი დროა გადასახედად – რა გიქმნით კომფორტს და რომელი სამოსი იწვევს თქვენში სიხარულს? დროა გადაწყვიტოთ რომელი ტენდენციებია თქვენთან ახლოს. გაეცანით 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის 8 პროგნოზს და შეიძინეთ ის ნივთები, რომლებითაც მოიხიბლებით.
მოტო გოგონა – ბაიკერის ბათინკები ამ სეზონის ჰიტად კვლავ რჩება, მათ შორის თვლებით, ჯაჭვებითა და აქსესუარებით გაფორმებული.
ლაბადა – სუპერგმირების გარდა, ლაბადას წელს მოდის ტენდენციების მოყვარული ქალებიც მოირგებენ.
ტოპი და კოლგოტი – შეგიძლიათ თავი არ შეიზღუდოთ და მეტად თამამი გახდეთ, ისევე როგორც თინეიჯერები.
შოტლანდიური სტილი – სადღაც მოსწავლეთა უნიფორმებსა და შოტლანდიის ტრადიციულ სამოსს შორის. კუბოკრული სამოსი კვლავ წლის ტენდენციაა.
პალტო-მაქსი – კლასიკური პალტო-მაქსი შეხამებული ოქროსფერ ყელსაბამთან, ნამდვილად რომ ელეგანტურად წარმოგაჩენთ.
სკეიტ-კულტურა – ახალგაზრდული სტილი, შორტები, ქუდი, ტოპები – შემოდგომის თბილ ამინდში კარგი არჩევანი იქნება.
“წული” – ვალენტინოს საყვარელი წულე კაბები, შეახამეთ ჩექმებთან და წადით ნებისმიერ წვეულებაზე.
და ბოლოს, ბეწვიანი ჩანთები – არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო შეგიძლიათ ზამთღის ცივ დღეებში განუყოფელ ნაწილად გაიხადოთ.







ავტორი: რუსკა კრაწაშვილი













