შემოდგომის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები

    გასული წლების ფეხსაცმლის ტენდენციები დღესაც აქტუალურია. ასე, რომ მოდური ფეხსაცმლის ყიდვა შეიძლება არც დაგვჭირდეს და ძველ ჩემოდანში ან გარდერობში იდეალურ ვარიანტებსაც მივაგნოთ.

    ბოლოდროინდელ შოუებში სხვადასხვა მოდელები გვხვდება: მკაცრი ფეხსაცმელი, უზარმაზარი ფლატფორმა, მაღალქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი… ამ სეზონისთვის კვადრატული ცხვირის ფეხსაცმელი საკმაოდ აქტუალურია. ეს სტილი წარმოდგენილი აქვს უამრავ ბრენდს, მაგალითად Jil Sander-ს, Prada-ს, Bottega Veneta-ს, Christian Louboutin-ს, Nodaleto-ს. პლატფორმის მოყვარულთათვის უფრო დახვეწილი და ელეგანტური ვარიანტი აქვს წარმოდგენილი Gucci-ს, Gabriela Hearst-ს, Dries Van Noten-ს. დიზაინერები ქუსლიან ფეხსაცმელთან  წინდის გამოყენებას გვთავაზობენ. ასევე აქტუალურია ფეხსაცმელი ჯაჭვებით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი