შოკოლადის უგემრიელესი ნამცხვარი – სწრაფად, მარტივად, გემრიელად!

     

    გემრიელი ვახშმის შემდეგ შოკოლადის დესერტი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. როდესაც დრო არ გვაქვს ან უბრალოდ, ერთი სული გვაქვს რაიმე გემრიელი მივირთვათ, ყველაზე მარტივი გამოსავალი ეს უგემრიელესი დესერტია.

    მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

    • 80 გრ შოკოლადი (დამდნარი/ცოტა შევინახოთ გასაფორმებლად)
    • 50 გრ კარაქი ( დამდნარი/ცოტა შევინახოთ ჭიქისთვის)
    • 2 კვერცხი
    • 50 გრ შაქარი
    • 50 გრ ფქვილი
    • ½ ს/კ სოდა
    • 50 გრ ალუბალი ( დაბლენდერებული / წვენი შეინახეთ)

    მომზადების წესი:

    შოკოლადი, კარაქი, კვერცხი და შაქარი მოვათავსოთ ქვაბში და ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი, სოდა, ალუბალი და ალუბლის წვენი. ვურიოთ სანამ ერთიან, ფაფუკ მასას არ მივიღებთ.

    ავიღოთ ორი ჭიქა, წავუსვათ დარჩენილი კარაქი. მომზადებული მასა გადავიტანოთ ჭიქებში ისე, რომ ¾ გაივსოს. შევფუთოთ ალუმინის ქაღალდით (ფოლგა) და 2 წუთით მოვათავსოთ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. შემდეგ გავათავისუფლოთ ქაღალდისგან და კვლავ მოვათავსოთ ღუმელში 30 წამით – რომ მოიბრაწოს.

    გავაფორმოთ ალუბლით და მდნარი შოკოლადით. თქვენი დესერტიც მზად არის და შეგიძლიათ ეს ბედნიერება სხვასაც გაუყოთ…

    ავტორი:მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი