“შოთა, ვაჟა, გალაკტიონი” – დემნა გვასალიას ახალი ქურთუკი 2.035 ფუნტი ღირს

    ინტერნეტში დემნა გვასალიას მიერ შექმნილი Vetements-ის ახალი ქურთუკი გამოჩნდა. ჯინსის ქურთუკს წინ ქართველი პოეტების სახელები აწერია: “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი;” ერთ მკლავზე დატანილია წარწერა”სოხუმი”, ხოლო მეორე მკლავზე გალაკტიონის “მე და ღამე.”

    დემნა გვასალიამ ახალი ქურთუკის ფოტო ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა წარწერით: “გაინტერესებთ ვინ არიან ისინი? წაიკითხეთ…” მან საზოგადოებას ქართველი პოეტები გააცნო და მათ შესახებ მოკლე ინფორმაციაც მიაწოდა.

    ონლაინ მაღაზიაში ამ ქურთუკის ღირებულება 2.542 ევრო გახლავთ (2.035 £).

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი