1939 წელს უემბლის სტადიონზე “სილამაზისა და ჯანმრთელობის ქალთა ლიგის” ღონისძიება გაიმართა. სტადიონზე ასობით ქალი რამდენიმე ვარჯიშს სინქრონულად ასრულებდა. პროცესიას ლიგის ლიდერი, ლედი პრუნელა დუგლას ჰამილტონი ხელმძღვანელობდა და მათი მიზანი იყო, ეჩვენებინათ ქალბატონებისთვის, თუ როგორ შეენარჩუნებინათ იდეალური ფორმები.











