“სითი მოლში” ZARA-ს ახალი მაღაზია გაიხსნა!

    ახალ სავაჭრო ცენტრში “სითი მოლი საბურთალო” ZARA-ს ახალი მაღაზია გაიხსნა! საქართველოში ეს ბრენდის მეოთხე მაღაზიაა. პირველი 2012 წლის აპრილში, “თბილისი მოლში” გაიხსნა. ამას მოჰყვა მაღაზიები სავაჭრო ცენტრ “მერანში” (რუსთაველის გამზირზე) და “ისთ ფოინთში.” ეს ერთადერთი უახლესი კონცეფციის მაღაზიაა კავკასიის რეგიონში. ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უახლესი კოლექციები 2800 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზეა წარმოდგენილი.

    მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღება ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რამაც საქართველოში (და მთელს მსოფლიოში) ZARA-ს ასეთი წარმატება განაპირობა! “ზარას” დიზაინერების გუნდი უმალვე პასუხობს მომხმარებლის ცვალებად მოთხოვნებს და მყისიერად რეაგირებს მოდის უახლეს ტრენდებზე. ბრენდის კოლექციების განახლება ხდება კვირაში ორჯერ და შედეგად, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ფეხი აუწყოს მოდის თანამედროვე ტენდენციებს.

    ZARA-სთან ერთად “სითი მოლში” ინდიტექს ჯგუფში შემავალი კიდევ 5 ბრენდის მაღაზია დაიდებს ბინას, ესენია  – Massimo Dutti, Stradivarius, Pull & Bear, Bershka და Oysho, რომლებსაც საქართველოში წარმოადგენს Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია, ინდიტექსის ოფიციალური  და ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი.

    “Zara-ს და INDITEX ჯგუფში შემავლი სხვა ბრენდების “სითი მოლში” გახსნით ქალაქის ახალ სავაჭრო ცენტრში მსოფლიოში ცნობილი მოდის ბრენდები შემოდიან. Zara-ს ახალი მაღაზია 2800 კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეს მოიცავს და წარმოადგენს მსოფლიოში ამ ეტაპზე არსებულ უახლეს, განსხვავებულ კონცეფციას. 17 ოქტომბრიდან ველით მომხმარებლებს, რათა აღმოაჩინონ ექსკლუზიური კოლექციები ახალ მაღაზიაში.  მინდა ჩვენმა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ მეოთხე მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება მიგვაღებინა პირველი სამის უზარმაზარმა წარმატებამ  და დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ძვირფასი ქართველი მომხმარებლები და ქალაქის სტუმრები ამ ახალ მაღაზიასაც ისევე შეიყვარებენ, როგორც ეს სხვების შემთხვევაში მოხდა” – აცხადებს იასინ სიბარი, ZARA-სა და INDITEX ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონშიl.

    Zara ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის მსოფლიოს უმსხვილესი ჯგუფის წარმომადგენელ 96 ქვეყანაში ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს. Zara-ს Join Life კოლექცია და ეკო-მეგობრული მაღაზიები ორი მნიშვნელოვანი მაგალითია, რაც ხაზს უსვამს ბრენდის ურყევ კონცენტრაციას მდგრადი განვითარების მიმართულებით. ასეთი მიდგომით ბრენდი არაერთ ინოვაციურ პროექტს ნერგავს, მათ შორის საქართველოში არსებულ მაღაზიებში.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი