სკარლეტ იოჰანსონი ოქროს საქორწინო ბეჭდით გამოჩნდა

    მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი ოქტომბრის ბოლოს კოლინ ჯოსტზე დაქორწინდა. ქორწინებას წინ ორწლიანი ურთიერთობა უძღვოდა. საიდუმლო ცერემონიალი ნიუ-იორკში გაიმართა.

    ცოტა ხნის წინ სკარლეტი პაპარაცებმა საქორწინო ბეჭდით დააფიქსირეს. ფოტოებში ის  სპორტულად გამოიყურება, ნაცრისფერი ზედა, ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი აცვია, დიდი ზომის შავი სათვალე, ზურგჩანთა და სახის ნიღაბი უკეთია.

    წყვილმა ეს ახალი ამბავი ორგანიზაცია Meals on Wheels-ის საშუალებით გაავრცელა, რომელიც ამერიკაში შიმშილობას და იზოლაციას ებრძვის. ,,სიხარულით გაცნობებთ, რომ სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჯოსტი, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, COVID 19-ის რეგულაციების დაცვით დაქორწინდნენ” – ნათქვამია ინსტაგრამ პოსტში.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი