სკარლეტ იოჰანსონს საქმრომ 400.000 დოლარიანი ბეჭედი აჩუქა

    სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ იოსტი 2019 წლის მაისში დაინიშნენ. უცხოური გამოცემები მსახიობის ნიშნობის ბეჭედს განიხილავენ. Marvel-ის ღონისძიებაზე ბეჭედი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა და სწორედ აქ მიიქცია ყველას ყურადღება.

    ლამევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეჭედი სპეციალური შეკვეთით არის გაკეთებული და მისი ანალოგი არ არსებობს. მასში ჩასმულია 11 კარატიანი ბრილიანტი და მისი ღირებულება სავარაუდოდ 400.000 ამერიკული დოლარია. ბეჭდის ფერიდან და სტილიდან გამომდინარე იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს Taffin-ის ბეჭედია და მის დიზაინზე James de Givenchy-მ იმუშავა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი