სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს

    The Game of Thrones-ის მსახიობი და ჯო ჯონასი ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდნენ ლოს-ანჯელესის ქუჩებში.

    ტერნერს Brandy Melville-ის მაისური და მაღალწელიანი შარვალი ეცვა. სახე ნიღბით და მარკ ჯეიკობსის თვლებიანი სათვალით ჰქონდა დაფარული. ჯონასი კი ყვითელი ქურთუკითა და ახლად შეღებილი ვარდისფერი თმით იწონებდა თავს.

    Entertainment Tonight–ის თანახმად, წყვილის ახალმა და პატარა ოჯახის წევრმა უფრო მეტად გაამყარა მათი კავშირი, ვიდრე ოდესმე. ,,ჯო ჯონასი პატარას დაბადებას დაესწრო. ახლა სახლში მეტი დროის გატარების საშუალება აქვთ და ძალიან ბედნიერები არიან“-განაცხადა წყარომ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი